რუსეთის ეკონომიკა ფინანსური სანქციებისა და ნავთობზე ფასების დაცემის შედეგად 570 მილიარდი დოლარით დაზარალდება

რუსეთის ეკონომიკა ფინანსური სანქციებისა და ნავთობზე ფასების დაცემის შედეგად 2014-2017 წლების განმავლობაში 570 მილიარდი დოლარით დაზარალდება. ამის შესახებ რუსული მედია ეკონომისტთა ჯგუფზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, ფინანსური სანქციების შედეგად დანაკარგები 170 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ნახშირწყალბადების ექსპორტით მიღებული შემოსავლები კი დაახლოებით 400 მილიარდი დოლარით შემცირდება. ეკონომისტების თქმით, ექსპორტის შემოსავლების შემცირება და სანქციების ერთად მოქმედება რუსეთს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე