არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბენზინი წყალსა და კოკა-კოლაზე უფრო იაფი ღირს

ნავთობის ფასის გლობალურმა ვარდნამ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ბენზინზე ფასების შემცირება გამოიწვია.

გამოცემა Emirates 24/7-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ბენზინი ერთ ბოთლ მინერალურ წყალსა და კოკა-კოლაზე იაფი ღირს.

ნავთობის ფასის ვარდნის გამო, ზედიზედ მეექვსე თვეა ქვეყანაში ბენზინის ფასი იკლებს. ბოლო მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ერთი ლიტრი Special-ის კატეგორიის ბენზინის (რაც დაახლოებით A95-ის ანალოგია) ფასი 0,50 დოლარიდან 0,40 დოლარამდე (1.47 დირჰამი) შემცირდა.

თუმცა, ბენზინზეფასების ვარდნის პარალელურად, ქვეყანაში ფასები გაიზარდა საკვებ პროდუქტზე, რის გამო გამოც ახლა 1 ლიტრი მინერალური წყალი 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბენზინი. ადგილობრივ სუპერმარკეტებში 1 ლიტრი მინერალური წყალი 7.75 დირჰამი ღირს, 200 მლ-იანი იოგურტი - 1.75 დირჰამი, 335 მლ-იანი კოკა-კოლა კი 1.50 დირჰამი.