"სარფში" ვერცხლის ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ვერცხლის ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" კონტროლის ზონაში, საქართველოს მოქალაქე თ. ყ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხელჩანთაში აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი - საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით 3581,6 გრამი. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3939,76 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3939,76 ლარის ოდენობით.