"საბჭოურ სისტემას ვუბრუნდებით და თავისუფალი ბაზრის განვითარებაზე უარს ვამბობთ?"

საპარტნიორო ფონდის მიერ კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიასთვის" 30 მილიონი დოლარის გამოყოფას იურისტი ლევან ალაფიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ლევან ალაფიშვილის პოსტს.

"საბჭოურ სისტემას ვუბრუნდებით და თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის განვითარებაზე უარს ვამბობთ?

ოთხრიცხვა პრემია-დანამატები აღარ ჰყოფნით და ჩემი და სხვა გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ყოჩაღობენ?

* ხარისხის გარანტი - სახელმწიფო,

* 30 მილიონი დოლარი საჯარო ფინანსებით (საპარტნიორო ფონდის)

* 1 წლის წინ დარეგისტრირებული კომპანია, რომლის აქციონერები უცნობია (!) და რომლის ტოპ-მენეჯმენტშიც "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის ძმისშვილია.

ისა და, ამ კომპანიის წარმატებულობა რაში გამოიხატება? $30 მილონს თუ სახელმწიფო უხდის და ამით უნდა ააშენოს ქარხანა, კომპანიის წვლილი რაღაა? ხვალ საწვავის ან პურის ფასები რომ არ მოეწონოთ პოლიტიკოსებს, ჩვენი ფულით მსუყედ უნდა დააფინანსოს გაუმჭვირვალე კომპანია და ასე შექმნას "კონკურენტული" ბიზნესგარემო?

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდება საპარტნიორო ფონდით თუ გა-სუს-ულია?

ეჰ, გავლილი, შეცდომიანი გზით სიარულში ვანიავებთ დროს და რესურსს", - წერს ლევან ალაფიშვილი "ფეისბუქზე".