უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები

უცნაურია, მაგრამ საქართველოს ბევრი მილიონერი ჰყავს. AMBEBI.GE იმ ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებიც ქართველი მილიონერების ყველაზე პატარა მემკვიდრეები არიან.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი ოლიგარქია, შესაბამისად, მისი შვილები ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები არიან. ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ყველაზე მდიდარი პატარა მემკვიდრეა. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, ქონების რა ნაწილს მისცემს უმცროს ვაჟს 8 მილიარდის მფლობელი მამა. ცოტნე ივანიშვილი 10 წლის არის. მისი ფავორიტი საკუთარი ძმა, რეპერი ბერა ივანიშვილია. ცოტნეს უყვარს ხატვა, ასევე ხშირად ვარჯიშობს და ფილმებს უყურებს ბერასთან ერთად.

კობა ნაყოფია

ნიკოლოზ ნაყოფია კობა ნაყოფიას შვილიშვილი და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა. პატარა ნიკოლოზის დედა "მის საქართველო" ხათუნა სხირტლაძეა. არაოფიციალური მონაცემებით, ნაყოფიას ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქართველი პარლამენტარი სხვადასხვა ბიზნესის პარალელურად, "მადნეულის" მფლობელიც არის.

კოტე გოგელია

კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ქონება გავრცელებული ინფორმაციით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. კოტე გოგელია რუსეთში ნავთობის და გაზის ბიზნესში არის ჩართული. მისი ქონების მთავარი მემკვიდრე პატარა კონსტანტინე გოგელიაა, რომელიც 7 წლის არის.

კახი კალაძე

კახი კალაძე სამი ბიჭის მამაა, მისი მემკვიდრეებიც პატარა ლევანიკო, კახი და ვაჩე კალაძეები არიან. ენერგეტიკის მინისტრმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი "კალა კაპიტალი" დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45 პროცენტიანი წილი სს "საქჰიდრომშენში", რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ "GMC ჯგუფზე" გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ "კალა ფონდისა" და "კალა კაპიტალის" დამფუძნებელია.

პაატა კურტანიძე

"ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს 6 შვილი ჰყავს. სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ის ოჯახის წერვების გამოჩენას არ ერიდება. კურტანიძე 50 უმდიდრეს ქართველ შორის 26-ე ადგილზეა, მისი მთავარი მემკვიდრეები კი ბიჭები - გაგა და გიორგი არიან. პაატა კურტანიძის ქონება 100 000 000 დოლარს შეადგენს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE