საკმარისია თუ არა საქართველოს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება დასაქმებისთვის

განათლების სისტემის უარყოფით მხარეებზე საქართველოში ხშირად საუბრობენ. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი უმაღლესი განათლების პროგრამების დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაა. საინტერესოა, აძლევენ თუ არა უნივერსიტეტები ახალგაზრდებს იმ ცოდნას, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული თამარ ოღაძე ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია:

"ამჟამად ვმუშაობ მაღაზიის მენეჯერად, რაც ჩემს პროფესიასთან არანაირ კავშირშია. უნივერსიტეტი, ვფიქრობ თეორიულ განათლებას უფრო გაძლევს და მცირე დოზით პრაქტიკას. როცა მუშაობას იწყებ, პირიქით - პრაქტიკა მეტად გჭირდება, ვიდრე თეორია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციების მოთხოვნაა აიყვანონ მხოლოდ გამოცდილი კადრი. თუ გამოცდილება არ გაქვს, რთულია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიით დასაქმდე. ამიტომ, იძულებული ვარ ვაკეთო ის საქმე, რაც არც ჩემი პროფესიაა და არც ინტერესის სფერო” - ამბობს თამარ ოღაძე.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტი, კლეოპატრა ქარუმაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა სრულიად აცდენილია დამსაქმებლის მოთხოვნებთან:

"ჩვენი განათლების სისტემა კავშირშიც კი არ არის იმასთან, რასაც დამსაქმებელი გვთხოვს. ლექტორების პროფესიონალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებობენ ლექტორები, რომლებსაც თავის სფეროში არ უმუშავიათ. სტუდენტები წრეზე ვტრიალებთ წლების განმავლობაში. ვიზუთხავთ თეორიულ მასალას, მივდივართ დამსაქმებელთან, ისინი გვთხოვენ არარსებულ გამოცდილებას, ვბრუნდებით უნივერსიტეტში და ვაგრძელებთ თეორიული მასალის სწავლას", - ამბობს კლეოპატრა ქარუმაშვილი.

იხილეთ გაგრძელება

თამარ კორკოტაშვილი