კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტოებს შორის კონკურენცია მძაფრდება?
კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტოებს შორის კონკურენცია მძაფრდება?
11 თებერვალი / 2016
ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე პირველად 2013 წელს გამოჩნდნენ და მას შემდეგ საუბრები მათ მიერ მიღებულ ყოველწლიურ კოლოსალურ მოგებებზე არ წყდება.
ბოლო პერიოდში მცირე მოცულობის ექსპრეს სესხების გაცემის სეგმენტში ბანკების ნაწილიც შევიდა. მართალია, ექსპერტთა მოსაზრებით, ბანკები და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები სხვადასხვა პლატფორმაზე "იბრძვიან“, მაგრამ ფაქტია, რომ მოკლევადიანი და სწრაფი სესხების ეფექტურობა ბანკებსაც არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა.
მომხმარებლებს ე.წ. ექპრეს-სესხებს კომერციული ბანკები სულ უფრო აქტიურად სთავაზობენ. 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებით, ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში გაცემულია 2 281 554 რაოდენობის 1000 ლარამდე სესხი.
1 წუთში, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე 300 ლარამდე სესხს გასცემს "ლიბერთი ბანკი". ლიბერთი ექსპრეს სესხის აღება მომხმარებელს როგორც ბანკში, ასევე ონლაინ ან დისტანციური არხების გამოყენებით შეუძლია. ექსპრეს სესხს მაქსიმალური, 700 ლარის ოდენობით გასცემს "საქართველოს ბანკიც“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა კაპანაძე მიიჩნევს, რომ კონკურენცია კომერციულ ბანკებსა და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებს შორის ამ უკანასკნელს დააზარალებს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ონლაინსაკრედიტოები კიდევ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენებით ეცდებიან სამომხმარებლო სეგმენტის შენარჩუნებას, რაც მათ საბოლოოდ გარკვეულ მაქინაციურ სქემამდე მიიყვანს.
"ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები გაღარიბებულ მოსახლეობას ნერვზე შეეხნენ. მათ დაიმკვიდრეს ნიშა, რომელიც ბანკებს აუთვისებელი ჰქონდათ. მცირე და საშუალო ოპერატიული სესხებისთვის კომერციული ბანკები მოუქნელები იყვნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი თანდათან მოახერხებენ ადაპტირებას“, - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის განცხადებით, საქართველოში მცირე და მოკლევადიან სესხებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ასეულათასობით ჩანაწერი ყოველწლიურად ჩნდება კრედიტინფოში.
გიორგი კეპულაძის თქმით, გაზრდილი მოთხოვნა შეუმჩნეველი არც ბანკებს დარჩენიათ და სწორედ ამიტომ, მათაც დაიწყეს ექსპრეს სესხების შეთავაზება თავიანთი მომხმარებლისთვის. თუმცა ,,საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ონლაინსაკრედიტო კომპანიების ბანკების კონკურენტად განხილვა არ არის მართებული, რადგან ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები, კაპიტალი და პორტფელი აქვთ.
"ბანკების მთავარი შემოსავალი, რა თქმა უნდა, არ არის მცირე ტიპის სესხები. ბანკების შემთხვევაში საქმე გვაქვს მცირე, არაუზრუნველყოფილ სესხებთან. ეს არ არის პირდაპირი გაგებით ონლაინ სესხები. იმ სეგმენტზე, რაზეც დღესდღეობით მუშაობენ ონლაინსესხების კომპანიები, თანდათან ბანკებიც შედიან, თუმცა მთავარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ბანკები არ გასცემენ მცირე სესხსაც კი, თუ საკრედიტო ისტორიაში მომხმარებელს ნეგატიური ჩანაწერი აქვს. ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები კი პირიქით, სესხებს იმ სეგმენტზე გასცემენ, რომელთა გადახდისუნარიანობაც საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რეალურად ონლაინსესხს ირჩევს ის, ვისაც ბანკი სესხს არ აძლევს. გადახდის გამო პრობლემები ონლაინ კომპანიებთან გაციელებით უფრო ბევრ ადამიანს ექმნება, ვიდრე ბანკებთან“, - აცხადებს კეპულაძე.
ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა კი მიიჩნევს, რომ ონლაინ გამსესხებლებსა და კომერციულ ბანკებს შორის კონკურენციის დონე ნულოვანია.
"მათ შორის კონკურენცია არ არსებობს, ისინი სხვადასხვა სიბრტყეში საქმიანობენ, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები იმ კატეგორიასთან თანამშრომლობენ, რომელთაც ბანკთან არ მიესვლებათ, სეგმენტთან, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი.“
კომერციული ბანკების საქმიანობაში მიკრონული სესხის გაცემის ტენდენციას ლია ელიავა ორ ძირითად ფაქტორს, მოსახლეობის გაღარიბების ტენდენციასა და კომერციული ბანკების მხრიდან გრძელვადიანი სესხების გაცემის შეზღუდვას უკავშირებს.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (14)
13.02.2016
პაატა
რა გარანტია, ან რა მექანიზმები აქვთ ანხის ამოღების,ავსებ ონლაინ განაცხადს პირადობის მოწმობის საფუძველზე,და გირიცხავენ ბარათზე ფულს,
12.02.2016
ჯუმბერა
თქვე ჩემისებო ადამიანს რომ უჭირს იმიტომ იღებს სესხს, რა კაზინო და.. აბა დასაქმებული იყოს ხალხი და შემოსავალი ქონდეს, რომელი ერთი აიღებს სესხს? მაგრამ როცა სახში ბავშვი მყავს ავად და არანაირი გასაქანი არ მაქვს, Bანკი კიდე თუ ჩემტან გერიცხება ხელფასიო( ხელფასი რომ მკონდეს და ბანკში მერიცხებოდეს) აქეტ დაგირეკავდა ცაიღე სესხიო, ასერომ როცა შვილის გადარჩენაზეა საქმე, სესხს კიარა სახლს გაყიდი ასერომ ტრაკი დააყენეთ რა
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2976 ლარი გახდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ოქროზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. 
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მსოფლიოს ოთხი წამყვანი ბანკი ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.
ინტერნეტ-მაღაზიების ნაწილს კრიზისიდან გამოსვლა უჭირს.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2789 ლარი გახდა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2788 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2814 ლარი გახდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.08.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ინდოეთის მძიმე მრეწველობისა და სახელმწიფო საწარმოების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
სრულად
24.08.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2976 ლარი გახდა.
სრულად
24.08.2016
თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდსის ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სრულად
24.08.2016
”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
სრულად
24.08.2016
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე პრემიერის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის საზოგადოებისთვის ახალი პოზიციით წარდგენას შეეხება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.08.2016
25.08.2016
USD
1
USD
2.2789
2.2976
EUR
1
EUR
2.5824
2.5915
GBP
1
GBP
3.0038
3.0418
RUB
100
RUB
3.5175
3.5471