40 ვეტერანს მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს დაუმზადებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით, გერმანული საპროთეზო ცენტრი OttoBock და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრი ამპუტანტ 40 ვეტერანს მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს დაუმზადებენ.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და OttoBock-ის წარმომადგენლები ვეტერანების საჭიროებებს სარეაბილიტაციო ცენტრში ადგილზე გაეცნენ.

2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრსა და მსოფლიოში ლიდერ საპროთეზო ცენტრ OttoBock-ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, პირველ ეტაპზე, გასულ წელს 33 ამპუტანტ ვეტერანს 38 პროთეზი უკვე დაუმზადდა. 2016 წელს კი OttoBock-ის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური პროთეზებით 150 ამპუტანტი ვეტერანის უზრუნველყოფა იგეგმება.