აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს
აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს
12 თებერვალი / 2016
აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-86%-ს უფასოდ მოიხმარს
ზამთრის სეზონში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაქვს.
ენგურჰესის მიერ "ბიზნესპრესსნიუსისთვის" მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2015 წელს ჯამში ვარდნილჰესის კასკადის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის დაახლოებით 51%, ხოლო ენგურჰესიდან სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის თითქმის 47% მოიხმარა. ამ მონაცემების თანახმად, დარღვეულია აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60% ქართულ მხარეს, 40% კი აფხაზურს უნდა მიეღო.
ზამთრის სეზონში აფხაზეთის მოხმარება რამდენიმე ათეული პროცენტით იზრდება, კერძოდ, 2015 წელს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, ენგურჰესის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 523 მლნ კვტ/საათი შეადგინა, აქედან ოკუპირებულმა აფხაზეთმა უფასოდ 449 მლნ კვტ/საათი ელექტროენერგია მიიღო, რაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის 86%-მდეა.
ვარდნილჰესის კასკადმა კი, რომელიც გალის რაიონში, სოფელ საბერიოში მდებარეობს, 2015 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, სულ 100 მლნ კვტ/საათი სალტზე გაშვებული ელექტროენერგია გამოიმუშავა, საიდანაც ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული იქნა 87 მლნ კვტ/საათი, კასკადის მიერ გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 86%.
საქართველომ 2015 წლის თებერვალში 1 895 ათასი კვტ/საათის დამატებითი ელექტროენერგია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ აფხაზეთის მოხმარება ვერ დააკმაყოფილა.

ენგურჰესიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ "ბიზნესსპრესსნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზეთი უფასოდ იღებს ელექტროენერგიას. 2016 წლის იანვარში კი, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 97-98% აფხაზეთმა მოიხმარა.
"ჩვენ ვაზუსტებთ, იანვარში ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ აფხაზური მხარის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 97-98%-ია. ზამთარში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება,",- განაცხადა ლევან მებონიამ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ქართული მხარე არ აპირებს გადახედოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდების საკითხს. მისი თქმით, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების არსებული სქემა ქართული მხარის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ არის დაგეგმილი მისი შეცვლა.
-აფხაზეთის ელექტრომომარაგება ხდება ერთადერთი წყაროს - ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მეშვეობით. მიწოდების სქემა ცალსახად ემსახურება იმას, რომ პირველ რიგში აფხაზეთის მომსახურების დაკმაყოფილება მოხდეს და შემდეგ
You must have Flash Player installed in order to see this player.
უკვე დანარჩენი საქართველოს. ეს ტექნიკურადაც ასეა, რადგან აფხაზეთში მანქანა-დანადგარები და ქვესადგურებია განთავსებული. თუ დინამიკასაც შეხედავთ აფხაზეთის მოხმარება წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.
-ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას უფასოდ იღებს მაშინ, როდესაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა გარკვეულ საფასურს იხდის. აპირებს თუ არა ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე გარკვეული ტარიფის დაწესებას?
-ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება, რომელსაც ახორციელებს ქართული მხარე აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იგეგმება არსებული სქემის გადახედვა.

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის რევაზ არველაძის განცხადებით არასწორია 1997 წლის შეთანხმება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, რადგან წყალსაცავი, რომელიც მნიშვნელოვანია ჰესის მუშაობისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა აფხაზეთმაც უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ქართული მხარის მსგავსად.
"როდესაც მოლაპარაკებები შედგა 1997-1998 წლებში, აფხაზეთის წინადადება იყო, რომ ჰესების ბონდების 40% განლაგებულია აფხაზეთში, დანარჩენი 60% საქართველოს ტერიტორიაზე და ამ პროპორციით უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის განაწილებაც, არ ვეთანხმებოდი ამ წინადადებას, რადგან ჰესის მუშაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წყალი, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ამ სიტყვიერი შეთანხმების შესრულება, თანაც განაწილების სქემა 60/40-ზე უნდა იყოს დაცული ყოველთვიურად და არა მხოლოდ წლის ჭრილში. ზამთარში აფხაზურ მხარეს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 100% მიაქვს და რა გამოდის, რომ ზამთარში ჰესის ბონდების 100% აფხაზეთშია განლაგებული? ეს არის ძალადობა, რადგან მეორე მხარეს არის მართვის ფარი და სამანქანო დარბაზი, აფხაზური მხარე იყენებს თავის სასარგებლოდ და მიაქვს ის, რაც მას არ ეკუთვნის",- განაცხადა რევაზ არველაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 2015 წლის გამავლობაში, 699 მლნ კვტ/საათი ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა. ელექტროენერგიის იმპორტრიორი სამი ქვეყნიდან პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველომ 511.0 მლნ კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 101,7 მლნ კვტ/სთ-ით და სომხეთი 86,5 მლნ კვტ/სთ-ით.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მიერ ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 2015 წელს ჯამში 659,9 მლნ კვტ/საათი შეადგინა.

გოგა თირქია

კომენტარები (2)
12.02.2016
ვახტანგი
და საერთოდ თუკი ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვერ ვიღებთ ვერაფერ შეღავათს ენგურჰესიდან, ეს ელექტროენერგიის საფასური იხდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან და სახელმწიფოც ვერ ღებულობს აფხაზური მხარისგან ვერანაირ დათმობას მოხდეს ენგურჰესის დაცლა და მისი მუშაობის შეჩერება. ამუშავდეს მხოლოდ წყალუხვობისას. ან აფხაზურმა მხარემ გადაიხადოს ის ტარიფი რასაც ვიხდით დანარჩენი საქართველო ან წავიდეს გარკვეულ პოლიტიკურ დათმობებზე. ეს ვალიშვილი და ვაი პოლიტიკოსები ქეშად რომ იღებენ აფხაზეთიდან და რუსეთის კრასნოდარის მხარიდან წილებს დასაჭერები კი არა დასახვრეტები არიან
12.02.2016
ჰდასჰლ
აფხაზები.... დააყენონ ერთი ადგილი რა მაგათი...
მსგავსი სიახლეები
მზის ენერგიის ბატარეების ფოტოელემენტებზე მტვრის ნაწილაკების დაგროვება ენერგიის მიღების ეფექტურობას ამცირებს.
ბოლო რამდენიმე დღეა თხილის ფასი კატასტროფულად დაეცა.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო აფხაზეთს ტურისტები მასობრივად ტოვებენ.
1. კალიფორნიუმ-252 - რეალური ღირებულების დადგენა შეუძლებელია, რადგან 1 გრამის ფასი 27 მილიონი დოლარია
თბილისის მერიაში დღეს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ გამოფენა გაიმართება.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC).
სოხუმის მარიონეტული რეჟიმი რუსული კომპანია „როსნეფტისგან“ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
განახლებად ენერგიას მსოფლიოში სულ უფრო ხშირად იყენებენ, გერმანული ენერგოსისტემა კი ამ მხრივ ლიდერია:
ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე შესაძლებელია.
აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ-დასავლეთში დაიწყო ქალაქის მშენებლობა, რომლის ენერგომოხმარება სრულიად იქნება უზრუნველყოფილი მზის ენერგიით.
რუბრიკის სხვა სიახლეები
29.07.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3479 ლარი გახდა.
სრულად
29.07.2016
საქართველოში კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა ”ბიჯეო” 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა.
სრულად
29.07.2016
შოტლანდიის ქალაქ ინვერურის ერთ-ერთ რესტორანში სადილობის შემდეგ კლიენტმა 100 ფუნტის ნაცვლად, შეცდომით 1 მილიონი ფუნტი გადარიცხა რესტორნის ანგარიშზე.
სრულად
29.07.2016
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ამხანაგობა 88“-ის ეპიზოდზე „ცენტრ-პოინტის“ საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის ხუთი მოწმე.
სრულად
29.07.2016
დიდი დიღომში ახალი მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
29.07.2016
30.07.2016
USD
1
USD
2.3460
2.3479
EUR
1
EUR
2.6008
2.6083
GBP
1
GBP
3.0885
3.0898
RUB
100
RUB
3.5353
3.5119