ქუთაისში ბაგა-ბაღების თანამშრომლები მიმდინარე თვიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

ქუთაისში ბაგა-ბაღების თანამშრომლები მიმდინარე თვიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. ასევე 35 ბაღში მოხდება წყლის ქსელის გამართვა. აღნიშნული ღონისძიებების განსახორციელებლად ქუთაისის მერიამ წელს 1 300 000 ლარი გამოყო, რომლის უმეტესი ნაწილი გასული წლის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით დაიზოგა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა.

37 ფილიალის 1598 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიმდინარე თვიდან მიიღებს. ხელფასები 20-30 პროცენტით გაიზარდა.