უსაფრთხოა თუ არა ხორცი, რომლითაც ვიკვებებით
უსაფრთხოა თუ არა ხორცი, რომლითაც ვიკვებებით
12 თებერვალი / 2016
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში წვრილფეხა პირუტყვის (ცხვარი, თხა) ჭირით დაავადების ფაქტები გამოვლინდა და მომხმარებელი მისი შეძენისაგან დაცული არც სუპერმარკეტებში არ არის. როგორია შანსი იმისა, რომ დაავადებული ხორცი მსხვილი სუპერმარკეტების დახლებზე მოხვდეს და საერთოდ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ დაავადება ადამიანზე რამე გზით გადავიდეს. საკითხით ,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა.

როგორც მეცხვარეთა ასოციაციის წევრი ბექა გონაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცხვრის ჭირი არის დაავადება, რომელიც არანაირი გზით არ გადადის ადამიანზე და მხოლოდ წვრილფეხა პირუტყვზე ვრცელდება.

,,არათუ ადამიანზე, მსხვილფეხა რქოსანზეც კი არ გადადის. თუ ასეთი გენიოსები არიან, ის მაინც ნახონ, როგორია ამ დაავადების გავრცელება, ან რა გამოვლინებები ახასიათებს მას. ეს ჭირი მხოლოდ მეცხვარეების თავს დამტყდარი პრობლემაა, რადგან ამის გამო, შესაძლოა, რომ ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის შესაძლებლობა შეგვეზღუდოს, რაც დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს”, - აღნიშნავს გონაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მარკეტებში ცხვრის რეალიზება ისედაც ძალიან მცირე, მიზერული რაოდენობით ხდება და დამატებით კონტროლს გადის. შესაბამისად, ეს ხორცი არავითარ შემთხევევაში არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

"იმის მტკიცება, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაავადებული ცხვრის ხორცი ხვდება მსხვილ მარკეტებში და ის საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ არის სრული სისულელე და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის განცხადება”, - აღნიშნავს მეცხვარეთა ასოციაციის წევრი.

,,ბიზნესპრესნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მსხვილ სუპერმარკეტებსაც დაუკავშირდა.
როგორც ,,სმარტის” პროდუქტის ხარისხის კონტროლის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ქსელში ხორცის მომწოდებლის შერჩევა მხოლოდ სპეციალური აუდიტის საფუძველზე ხდება.

,,დღესდღეობით მხოლოდ სამ მომწოდებელთან გვაქვს დადებული კონტრაქტი. მაღაზიაში მოხვედრამდე ხორცი დაავადების ნიშნების გამოსარიცხად ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფეხურს გადის. დამატებით კი, ,,სმარტის” ვეტერინარული სამსახური ხორცს სპეციალურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ამოწმებს”, - აღნიშნა ხარისხის კონტროლის მენეჯერმა.

როგორც ,,გუდვილის” ხარისხის სამსახურის უფროსმა ლევან ჩიტეიშვილმა განაცხადა, მაღაზიათა ქსელში ხორცი სპეციალური სერთიფიკატის, ფორმა ორის თანხლებით შემოდის.

,,ჩვენს სუპერმარკეტს რაც შეეხება, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ნებისმიერი ტიპის ხორცი დახლზე მოხვედრამდე დამატებით კონტროლს ვეტერინალურ-სანიტარულ ლაბორატორიაში გადის და მოწმდება. ალბათობა იმისა, რომ ჩვენს სუპერმარკეტში დაავადებული ხორცი შეიძლება გაიყიდოს, არ არსებობს”, - აცხადებს ლევან ჩიტეიშვილი.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის პროდუქტების საწარმო - „ახალი მესხეთი“ დაათვალიერა
ქართული პროდუქციისთვის ევრო­კავშირის ბაზარი ხსნაა.
სექტემბრიდან იმპორტირებული პროდუქტი, როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო სექტორში, 7-15%-ის ფარგლებში გაძვირდება.
2016 წლის II კვარტალში საქართველოში 85 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა
2016 წლის ივლისში, 2016 წლის ივნისთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,5 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოში მომხარებული პროდუქტების დიდი ნაწილი იმპოტირებულია. საინტერესოა, რამდენად სიღრმისეულად ამოწმებენ შემოტანილ საკვებ პროდუქტს და რომელი უწყება ამოწმებს მას.
მომავალი წლიდან ქართული კომპანიები ჩინეთში პროდუქციის გატანას შეღავათიანი საბაჟო ტარიფებით შეძლებენ.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ახალი სერვისები ამოქმედდა.
საკვები პროდუქტების გადაყრის შემცირებასთან ბრძოლისთვის იტალაიში ახალი კანონპროექტი მიიღეს.
ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. წელიწადის ამ სამ თვეს, რომელიც ყველაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, მნიშვნელოვნად იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნები.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.08.2016
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს.
სრულად
25.08.2016
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (204,24 გრ) და ვერცხლის (6,26 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
სრულად
25.08.2016
ჩვენ ვართ ის გუნდი, ის მთავრობა, რომელსაც არასოდეს გაუთელავს ფეხქვეშ ჩვენი მოქალაქეების ღირსება, რომელიც ყველა ნაბიჯს მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის სიყვარულითა და პატივისცემით დგამდა ამ წლების განმავლობაში
სრულად
25.08.2016
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აგვისტოსათვის 14.8 მლრდ ლარი შეადგინა
სრულად
25.08.2016
მიმდინარე წელს გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.08.2016
25.08.2016
USD
1
USD
2.2789
2.2976
EUR
1
EUR
2.5824
2.5915
GBP
1
GBP
3.0038
3.0418
RUB
100
RUB
3.5175
3.5471