არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მორიგი ფაქტები გამოავლინეს.

"საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი", რუსეთის მოქალაქე მ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 109,15 გრამი, 5899,49 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ნინოწმინდა". კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ა.კ., რომელსაც ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 61,16 გრამი, 3050,59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

ორივე მგზავრს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 5899,49 ლარისა და 3050.59 ლარის ოდენობით", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.