ბიოგრაფიული ენციკლოპედიის "საქართველოს ენერგეტიკოსების" პრეზენტაცია გაიმართა

ბიოგრაფიული ენციკლოპედიის "საქართველოს ენერგეტიკოსების" მეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრო.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიოგრაფიული ენციკლოპედია "საქართველოს ენერგეტიკოსები" წელს მეორედ გამოიცა და მასში შესულია 800-მდე გამოჩენილი მეცნიერის, სპეციალისტის, პრაქტიკოსი ინჟინრისა და ხელმძღვანელი პირების ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ბიოგრაფიული მონაცემები მოიცავს გვარის, სახელის, ცხოვრების წლების, დაბადების ადგილის, უმაღლესი სასწავლებლის, სწავლის პერიოდის, სპეციალობის, სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების, საპატიო წოდებების, პროფესიული, ჯილდოებისა და მათი მინიჭების თარიღების, სამუშაო ადგილის, თანამდებობის, მუშაობის წლებისა და სხვა განსაკუთრებული მიღწევების შესახებ უტყუარ ცნობებს.

ენციკლოპედია პირველად 2010 წელს გამოიცა, მასში შესული იყო 600-მდე ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები.

ბიოგრაფიული ენციკლოპედია "საქართველოს ენერგეტიკოსების" განახლება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერით მოხერხდა.