რას აკეთებს ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული 6-მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი?

6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელის მქონე თანაინვესტირების ფონდი უძრავი ქონების დარგში კაპიტალის ჩადებას განაგრძობს. ფონდის მორიგი საინვესტიციო პროექტი "გალერეა თბილისია", რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის ცენტრში მდებარე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ფონდი ახალ პროექტში 77 მილიონ დოლარს დებს.

კერძო ფონდი, რომლის დაფუძნებაც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და რომლის საინვესტიციო პორტფელში 1 მილიარდი დოლარი სწორედ ყოფილ პრემიერს ეკუთვნის, ამ ეტაპზე 2 მილიარდის მოცულობის 10 პროექტს ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე