ჩაის რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2016 წელს სამ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ჩაის რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2016 წელს სამ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
13 თებერვალი / 2016
გასულ წელს მთავრობამ დააანონსა, რომ ჩაის პლანტაციის რეაბილისტაციის პროგრამა ,,ქართული ჩაი“ 2016 წლის დასაწყისიდან ამოქმედდებოდა. რა ეტაპზეა აჟამად სამუშაოები?! დეტალებით ,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა კვარაცხელია გვესაუბრება.

- პირველ რიგში საინტერესოა, დაიწყო თუ არა ქართული ჩაის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ დროს და რა ვითარებაა ამ დროისთვის?

- პროგრამა მთავრობამ უკვე დაამტკიცა. დღეისათვის აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია ნებისმიერ დროს ვერ განხორციელდება, რადგან თავისი აგროტექნოლოგიური მოთხოვნები აქვს. პროგრამა აგროვადებშია შეზღუდული. იმისათვის, რომ დრო არ დაიკარგოს და სამუშაოები მაქსიმალურად ოპერატიულად განხორციელდეს, ვგეგმავთ ადგილზე ვიზიტებს, რათა აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულ პირებს დეტალები გავაცნოთ.
ჩვენ, რეალურად, ქვეყანაში გვაქვს გაშენებული ჩაის პლანტაციები, საბჭოთა საქართველოს დროს მათი ფართობი დაახლოებით 64 ათას ჰექტარს შეადგენდა. აქედან უმეტესი ნაწილი, დღეის მდგომარეობით, აბსოლუტურად გაჩანაგებულია და სხვა კულტურებია გაშენებული. ბევრი მათგანი გაველურებულია, ზოგი კი ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაშიც გვხვდება. ეს პროგრამა სწორედ იმას ემსახურება, რომ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება შევძლოთ. სახელმწიფო ამ შემთხვევაში ქმნის იმ ინსტრუმენტს, იმ დეტალს, რომლითაც ეს სფერო საინტერესო შეიძლება გახდეს ბიზნესოპერატორებისთვის, რადგან სწორედ მათ უნდა განავითარონ ის მომავალში.

მათ, ვინც საკუთარი ფულის ინვესტირებას გადაწყვეტენ აღნიშნულ სფეროში, მთავრობა წაახალისებს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ჩაის პლანტაციებია გაშენებული, მათ სიმბოლურ ფასად გაუფორმდებათ იჯარის ხელშეკრულებები 25 წლის ვადით და იჯარის ღირებულება სიმბოლური თანხა, წელიწადში 50 ლარი იქნება.

- როგორია ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალი?


- რაც შეეხება პოტენციალს, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელ საფასო სეგმენტში შედის და რა ნიშის დაკავებას გეგმავს ესა თუ ის კომპანია. ჩაის ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებს ჩვენ ჩამოვრჩებით იმ კუთხით, რომ ჩვენთან ჩაის ფოთოლს კრეფენ 5 თვის განმავლობაში, შესაბამისად, ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა შედარებით დაბალია. თუმცა ეს ხარვეზი, ამავდროულად, ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს, და რატომ?! იმ ქვეყნებში, სადაც მთელი წლის განმავლობაში ხდება ჩაის ფოთლის კრეფა, აუცილებელი ხდება პესტიციდების გამოყენება. ჩვენთან კი ამის საჭიროება არ დგას. ეს მომავალში უნდა გახდეს ჩვენი ნიშის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაკავებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი. მით უმეტეს, რომ მზარდი მსოფლიო ტრენდია ე. წ სფეშელთი ფუდ ბაზრები, რომლებიც მზარდი მოთხოვნილებით ხასიათდებიან და სწორედ მანდ შეიძლება დაიკავოს ქართულმა ჩაიმ თავისი ადგილი.

- როგორ მოხდება სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციების შერჩევა?


- ჩვენ არ განვახორციელებთ ნებისმიერი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას იმისათვის, რომ რეაბილიტაცია განცხორცილდეს, საჭირო იქნება კომპეტენტური პირების დასკვნა. პირველი, შეფასდება, რომ აღნიშნული ჩაის პლანტაცია რეაბილიტაციას ექვემდებარება და მეორე - დადგინდება, რომ გათვლილ ვადაში დაგეგმილი სამუშაოები მაღალი ხარისხის მოსავალს უზრუნველყოფს. ამის განსაზღვრის პოტენციალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრს აქვს, იქ თავმოყრილი მეცნიერები თავიანთი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებით, მოგვცემენ შესაბამის დასკვნებს.

- სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რა თანხაა გამოყოფილი ჩაის რეაბილიტაციის პროგრამისათვის?

- პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე, 2016 წლის განმავლობაში სამმილიონნახევარი ლარია გამოყოფილი. ამ თანხის ფარგლებში რამდენი ჰექტრის რეაბილიტაცია განხორციელდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის კოოპერატივი და კერძო კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივებისთვის დამატებითი ბენეფიტებია გათვალისწინებული. მათ მოსავლის აღების პერიოდში საწარმოო მანქანა-დანადგარები უსასყიდლოდ გადაეცემათ. თანხის გაცემა და პროცესები თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. საგაზაფხულო ეტაპის დასრულების ბოლო ვადა აპრილია. აპრილის ბოლოს გვექნება საუბარი პირველ ეტაპზე რამდენი ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ეს ბიუჯეტი პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება 2 ათასი ჰექტრის რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს არის სავარაუდო ციფრი. რომელიმე ქვეყანას რომ მოუნდეს ჩაის პლანტაციების გაშენება, პირველი შედეგის მიღწევას, შესაძლოა, 15 წელი დასჭირდეს. ამდენი დრო არ სჭირდება, ამაშია ჩვენი პროგრამის უპირატესობა, ახალს არაფერს ქმნის, არსებულს იყენებს მაქსიმალურად ეფექტურად.

- რა დროს მოიცავს სარეაბილიტაციო პერიოდი?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩაის პლანტაცია. მაქსიმალური დრო არის სამი წელიწადი, თუმცა შედეგი შეიძლება ერთ წელშიც დადგეს.

- სამიზნე ქვეყნები, სადაც ექსპორტზე გავა ქართული ჩაი და რამდენად რეალური შანსი აქვს ქართულ ჩაის ევროპის ბაზარზე მოსახვედრად?

- პროგრამა სამიზნე ქვეყნების დასახელებას და კონკრეტულ ქვეყნებში ჩაის გატანას არ ითვალისწინებს, ევროპაში რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი შეიტანო, შესაბამისი სერტიფიცირებაა აუცილებელი, სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების გარეშე ევროპის ბაზარზე შესვლა შეუძლებელია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.
პროგრამის ფარგლებში წარმოებული ჩაი იქნება მაღალი ხარისხის, ეს სამეცნიერო ჯგუფთან ერთად გაკონტროლდება. ჩაის დამუშავება რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ხარისხის განმსაზღვრელი არის გრეხის კომპონენტი, რომელიც როლერების სიმძლავრეზეა დამოკიდებული, როლერების ერთდროული ტევადობა 50 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ქრისტინე გამთენაძე
კომენტარები (1)
14.02.2016
ირაკლი
კარგი პროექტია, მარინე ფერაძეები აღარ გვინდა და დრომოჭმულია, საჭიროა ბაზარზე ისეთი პროდუქციით წარვსდგეთ რომლითაც შევძლებთ კონკურენციის გაწევას და გაყიდვას! მივესალმები ამ ინიციატივას!
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ეროვნული ტურიზმის 2016 წლის დაჯილდოებაზე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ქართული ქვევრის ღვინო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW London (The Artisan Wine Fair London) იყო წარმოდგენილი.
მსოფლიოში კენკროვან პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
თუ ვინმე საქართველოში წარმოებული ბიზნესისთვის იყენებს ოფშორებს, რომ გადასახადები დამალოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა
”როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს განათლების სფეროში”
ბორჯომში ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
პროექტის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ქვეყნის მაღალმთიან ზონებში სხვადასხვა მასშტაბური კინოგადაღებები იგეგმება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 97 პოლისია გაცემული, საიდანაც 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის სადაზღვევო პრემიას სახელმწიფო აფინანსებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.05.2016
ევროკომისიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.
სრულად
24.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
სრულად
24.05.2016
თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა.
სრულად
24.05.2016
”საპარტნიორო ფონდს” საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია ესტუმრა.
სრულად
24.05.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1474 ლარი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
24.05.2016
25.05.2016
USD
1
USD
2.1459
2.1474
EUR
1
EUR
2.4045
2.4014
GBP
1
GBP
3.1047
3.1324
RUB
100
RUB
3.1996
3.2100