ქუთაისში სკვერში მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ

ქუთაისში, ბუხაიძის #18-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები მათ საცხოვრებელ კორპუსთან სიახლოვეს მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.

როგორც ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობაა დაწყებული, წლების წინ სკვერი იყო, თუმცა უკანონოდ გასხვისდა და ახალი მფლობელი ამ ტერიტორიაზე შენობის აშენებას გეგმავს. მოსახლეობის თქმით, შენობის გამო ისინი ეზოს დაკარგავენ.

აქციის მონაწილეები პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.