„ტიტანიკი II“ 2018 წელს გაცურავს
„ტიტანიკი II“ 2018 წელს გაცურავს
15 თებერვალი / 2016
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ლაინერის მეორე ვერსია „ტიტანიკი II“ 2018 წელს გაცურავს.
ხომალდის შექმნაზე ავსტრალიელი მილიარდერი კლაივ პალმერი მუშაობს, რომელიც კომპანია Blue Star Line-ის მფლობელია.
მილიარდერის თქმით, ხომალდის გაშვება მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, თუმცა „ტიტანიკი II” 2018 წელს
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაცურავს.
ახალი ლაინერი პრაქტიკულად ძველი მდიდრული ხომალდის იდენტური იქნება, რომელიც 1912 წელს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.
ერთადერთი განსხვავება, რომლითაც Titanic II ვიზუალურად განსხვავებული იქნება ”წინამორბედისგან”, გაბარიტებია - ახალი ლაინერი უფრო განიერი იქნება.
”ახალ ტიტანიკს, რა თქმა უნდა, თანამედროვე საევაკუაციო სისტემა, სატელიტური კონტროლი, ციფრული ნავიგაცია, სარადარო სისტემა და ყველა ის საჭირო ნივთი ექნება, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი 21-ე საუკუნის ხომალდი”, - აცხადებს კლაივ პალმერის კომპანიის Blue Star Line-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი ჯეიმს მაკდონალდი.
ვიზუალური მინიმალური სხვაობის გარდა, განსხვავება არის მარშრუტშიც - თუ ლეგენდარულმა ”ტიტანიკმა” ინგლისის საუთჰემპტონიდან აიღო კურსი და ატლანტიკის გავლით ნიუ იორკისთვის უნდა მიეღწია, ახალი ხომალდის გაცხადებული მარშრუტი აზიაში იქნება - „ტიტანიკი II” გეზს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ჯიანგსუდან არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებით აიღებს.

კოკა კვირკველია


კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
აზიელი მილიონერების ქონებამ იმ აქტივების მოცულობას გადააჭარბა, რომელსაც სამხრეთ ამერიკელი, ევროპელი და სხვა რეგიონის მილიონერები აკონტროლებენ.
ინგლისის ბანკმა პირობა დადო, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს.
ბათუმში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ზრდის წახალისებისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.
თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.
ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის (რომელიც ფარავს საქართველოს) აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველი მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ტროპიკული აფრიკის რეგიონის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს 100 000 ქათამს გადასცემს.
ერთი შეხედვით უცნაური ჯარიმები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. გამონაკლისი არც ინგლისია, სადაც ზოგიერთ საგრაფოს თავისი უცნაური კანონები აქვს.
ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალის, სამედიცინო კომპანია „ტერანოსის“ დამფუძნებლის ელიზაბეტ ჰოლმსის ქონება 4,5 მილიარდი დოლარიდან 0 დოლარამდე დაიყვანა.
ამერიკული გამოცემა "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოში 1810 მილიარდერია და ისინი 67 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.06.2016
საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
სრულად
25.06.2016
"საჰაერო ტაქსმა" ინგირის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა.
სრულად
25.06.2016
აშშ-ში დასაქმებული ადამიანი ყოველთვიურად საშუალოდ 276 დოლარს ხარჯავს სამსახურში სიარულის შედეგად.
სრულად
25.06.2016
მგზავრთა ნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, 6 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს.
სრულად
25.06.2016
პუშკინის ქუჩაზე ახალი ესტაკადის მშენებლობა კვლავ გრძელდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.06.2016
26.06.2016
USD
1
USD
2.2941
2.2941
EUR
1
EUR
2.5377
2.5377
GBP
1
GBP
3.1443
3.1443
RUB
100
RUB
3.5037
3.5037