ახალი ექსპერიმენტები დენისა და გაზის ტარიფებზე
ახალი ექსპერიმენტები დენისა და გაზის ტარიფებზე
17 თებერვალი / 2016
საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ექსპერიმენტებისთვის ემზადებიან. ელექტროენერგიის ტარიფს დარეგულირებისთვის ამზადებენ, გაზის ტარიფი კი ისევ რეგულირებადი გახდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს ნიშნავს, რომ დენის ფასს ყველა თავის ნებაზე დაადგენს, ხოლო ბუნებრივი აირის ტარიფს ისევ სემეკი მიხედავს.

სპეციალისტების აზრით, სახელმწიფომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის დერეგულაცია არ უნდა დაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს ისეთივე რთულ მდგომარეობას, რაც გაზის სექტორშია. დღეს საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი გაცილებით ძვირია, ვიდრე თბილისში. მაშინ, როდესაც ცხოვრების დონით რეგიონის მოსახლეობა დედაქალაქელებს ბევრად ჩამორჩება.

გაზის ტარიფის დერეგულაცია 2008 წლის აგვისტოდან შევიდა ძალაში. შესაბამის ბრძანებას ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილების მოტივი ბაზრის ლიბერალიზაცია იყო, რათა მომხმარებელს დაბალი ტარიფის მიხედვით ბუნებრივი აირის მომწოდებელი თავად აერჩია. ენერგეტიკოსთა ნაწილი კი ამბობს, რომ რეალურად ტარიფის რეგულირებიდან გამოსვლა კონკრეტული კომპანიების ლობირების გამო გადაწყდა, რათა მათ ტარიფის თავისუფლად გაზრდის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

იმ პერიოდშივე დადგინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ელექტროენერგიის ტარიფიც გათავისუფლებულიყო რეგულაციისგან. ამ შემთხვევაშიც მოტივი ზუსტად იგივე იყო - ლიბერალურ ბაზარზე მომხმარებელი ტარიფის სიიაფის მიხედვით არჩევანს თავად გააკეთებდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ეს საკითხი დროებით შეჩერდა, თუმცა "რეზონანსის" ინფორმაციით, დღეს უკვე ისევ აქტიურად განიხილება.

ენერგეტიკოსთა განცხადებით, მთავრობამ მოსახლეობის სეგმენტში დენის ტარიფის სემეკის რეგულირებიდან გამოსვლა არ უნდა დაუშვას, ვინაიდან მომხმარებელი, გაიაფების ნაცვლად, გაძვირებულ ელექტროენერგიას მიიღებს.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის აზრით, თუკი ელექტროენერგიის ტარიფის დარეგულირება მოხდება, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა უფრო იაფი მომწოდებელი იპოვოს და ამ თვალსაზრისით ელექტროენერგიის ბაზარი უფრო მრავალფეროვანია. არველაძის განცხადებით, ცოტა რთულად არის საკითხი მოსახლეობის ტარიფის თავისუფალ რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებით.

"იურიდიულმა პირებმა შეიძლება უფრო იაფი მომწოდებელი ნახონ და ელექტროენერგია პირდაპირ ელექტროსადგურებიდან იყიდონ. მსხვილი მომხმარებლებისთვის ტარიფი ახლაც დერეგულირებულია. 2018 წლიდან კი, როგორც ვიცი, ტარიფი ყველა მომხმარებლისთვის თავისუფალი გახდება, თუნდაც მათთვის, ვინც 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. მოსახლეობასთან დაკავშირებით როგორ დარეგულირდება ეს საკითხი, არ ვიცი. შეიძლება შეიქმნას ამხანაგობები ან სხვა რაიმე ფორმა გამოინახოს", - აცხადებს რეზო არველაძე.

სემეკის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ ჯერჯერობით ბაზრის ახალი მოდელი არ არის ჩამოყალიბებული. ამისთვის უნდა შეიქმნას ენერგეტიკის ახალი კანონი, სადაც გაწერილი იქნება ბაზრის მოდელის ძირითადი კომპონენტები და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმართულებები. "ამიტომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა", - ამბობს გოჩა შონია და დასძენს, რომ აღნიშნული მიმართულებით საინტერესო გამოცდილება აქვთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც ზუსტად ისეთივე ენერგეტიული ბაზარი ჰქონდათ, როგორიც საქართველოშია. მათ ლიბერალიზაციის პროცესში, რეალურად, ორი საცალო ბაზარი შექმნეს. ერთი დერეგულირებული - კომერციული სეგმენტი (იურიდიულ პირებს შორის მიმდინარეობს ელექტროენერგიის თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობა და ამ შემთხვევაში, ბიზნესს სხვადასხვა მომწოდებელთან დასაკავშირებლად უფრო მეტი ბერკეტი აქვს), ხოლო მეორე რეგულირებული - მოსახლეობის ნაწილი.

"იმედი მაქვს, რომ სწორედ ბაზრის ასეთი მოდელი იქნება ჩვენთანაც, თუმცა ეს ჯერ კიდევ სამსჯელოა. ამ შემთხვევაში მოსახლეობა მთლიანად რეგულირებული იქნება და არა მგონია, რომ პირველ ეტაპზე მაინც კომისიამ გამოაცხადოს თავისუფალი რეჟიმი", - აბმობს გოჩა შონია.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახალ მოდელზე გადასვლისას განსაზღვრულია გარდამავალი ეტაპი, რომელიც რამდენიმე წელიწადს გრძელდება. მაგალითად, რუმინეთში დაიწყო ბაზრის ახალი მოდელის დამკვიდრება და რეალურად დასრულდა 10 წლის შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღესაც მოსახლეობისთვის ტარიფი არის რეგულირებული.

"ეს არის მომხმარებელი, რომელსაც ქვეყანა და კომისია ბედის ანაბარა არ ტოვებს. რეალურად არსებობს საფრთხე, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას ტარიფი გაეზარდოს. უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, ინგლისი, ამერიკა თავისუფალი ფასებია, კონკურენტული გარემო და თავად მომხმარებელი ირჩევს მიმწოდებელს მისაღები ტარიფის მიხედვით", - აცხადებს გოჩა შონია.

გაზის ტარიფს კვლავ სახელმწიფო დაარეგულირებს

ხელისუფლებამ ბედის ანაბარა უკვე დატოვა ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, როდესაც ტარიფი დერეგულირებულად გამოაცხადა და ბაზარზე მოქმედ რამდენიმე კომპანიას ფასის თვითნებურად გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

"2008 წელს გაზის ტარიფის დერეგულირება მიზანმიმართულად განხორციელდა, კონკრეტული კომპანიის ლობირებისთვის პროცესმა აბსოლუტურად უკუშედეგი გამოიწვია. რეგიონებში და მათ შორის თბილისშიც, მომხმარებელს ტარიფი ძალიან გაუძვირდა. ამასთანავე მოსახლეობა არათანაბარ პირობებშია. რაიონში სიღარიბის დონე უფრო მაღალია და ამ დროს იქ ტარიფი უფრო დიდია. მიმაჩნია, რომ ეს იყო აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება", - ამბობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე.

პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად და მოსახლეობის რისხვის თავიდან ასაცილებლად მთავრობა არაოფიციალურად, მაინც ერევა სატარიფო პოლიტიკაში, ზეწოლას ახდენს კომპანიებზე და შესაბამისად, აუარესებს ბიზნესგარემოს. ამიტომაც, უმჯობესია, მოსახლეობის ტარიფი ისევ რეგულირების ქვეშ მოექცეს და მთავრობას ბიზნეს საქმიანობაში ჩარევაზე ამდენი თავისმართლება აღარ დასჭირდება.

გოჩა შონია ამბობს, რომ როდესაც მოხდა დერეგულაციის გადაწყვეტილების მიღება გაზის სექტორში, ფაქტობრივად, სხვა პირობები და მდგომარეობა იყო.

"დღეისთვის ეს გადაწყვეტილება მოძველებულია და ყველა მომხმარებელს, იქნება ეს ძველი თუ ახალი, ტარიფი კომისიის მიერ უნდა დაუდგინდეს, რათა ფასი იყოს ყველასთვის ერთი. ეს ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, ვინაიდან შესაბამისი ბრძანება მინისტრის მიერ არის გამოცემული. ამ საკითხზე ფიქრობს როგორც სამინისტრო, ისე კომისია და ალბათ რაღაცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - ამბობს გოჩა შონია.

სამინისტრო ტარიფის რეგულირების რეჟიმში დაბრუნებაზე რომ მუშაობს, ამაზე ირიბად, განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც გააკეთა. თანაც ისიც აღნიშნა, რომ დერეგულირება წინა ხელისუფლების მიერ "მიზანმიმართულად განხორციელდა".

"ეს გაკეთდა მიზანმიმართულად წინა ხელისუფლების დროს, რომ გაზიფიცირების სამუშაოების წახალისება მომხდარიყო... აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორე ნაწილს - უფრო მაღალი. ვფიქრობ, ესაა დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ტარიფების გათანაბრება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფი", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო და კომისია ტარიფების განსაზღვრაში ვერ ჩაერევა.

აღსანიშნავია, რომ უკვე ერთი წელია გაზის ტარიფის გაძვირება სახელმწიფოს ჩარევით არის გაჩერებული. რამდენიმე წლის წინ ელექტროენერგიისა და გაზის ახალი ფასები სწორედ კალაძის უწყებაში განიხილებოდა. ამიტომ, დღეს ენერგეტიკული ბაზარი არც თავისუფალია და არც რეგულირებული, სადღაც შუაშია გაჩხერილი.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ფიუჩერსი 1,4%-ით გაიზარდა და ბარელისთვის $47,82 აშშ დოლარი შეადგინა.
შავი ოქროს ღირებულება დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ შედარებით დასტაბილურდა.
,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს, - ამის შესახებ  ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში"  აცხადებენ.
უკანასკნელი რამდენიმე თვეა, რაც დასავლეთ საქართველოში, თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა.
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ.
ლარის მოულოდნელმა გაუფასურებამ იმპორტიორებს თავგზა აუბნია.
ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 დოლარი (ერთი გზა), ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით კი 80 ლარი იქნება.
ვარშავის სამიტზე, განხილვის ერთ-ერთი საკითხი ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადრიატიკული (TAP) მილსადენების პროექტების რეალიზება გახდება.
ბოლო დროს თვალშისაცემად გაძვირებული მობილურის კავშირგაბმულობის ტარიფები, შესაძლოა, შემცირდეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად, ნავთობის ფასმა ზრდა დააფიქსირა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.06.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა.
სრულად
28.06.2016
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
სრულად
28.06.2016
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ კონკურენტი დარგის განვითარებას აფერხებს.
სრულად
28.06.2016
კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორის გიორგი სუპატაშვილის ინფორმაციით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის კონკრეტული თარიღი 2017 წლის 1 იანვარია.
სრულად
28.06.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის, ღირებულებათა ჯაჭვის და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უზრუნველყოფით სესხის აღების მექანიზმებზე მუშაობა მიმდინარეობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.06.2016
29.06.2016
USD
1
USD
2.3436
2.3709
EUR
1
EUR
2.5850
2.6289
GBP
1
GBP
3.1046
3.1597
RUB
100
RUB
3.6087
3.6653