5 მიზეზი, თუ რატომ არ იქნება არასდროს ფინეთში მასობრივი კორუფცია

1. ფინელებს არ გააჩნიათ ფუფუნებისადმი მიდრეკილება.

ფუფუნება - შუასაუკუნეების ხანის აღმოსავლური გართობაა სულელებისთვის.

2. ფინელებმა იციან, რომ საკუთარი ოჯახის გამდიდრება სხვა თანამემამულეების ხარჯზე  ხალხისადმი სიძულვილია. ასე მხოლოდ უგუნურები იქცევიან.

3. ფინელებს კარგად ესმით, რომ ბიუჯეტის (ანუ ხალხის) სახსრების გაცამტვერება საკუთარი შვილებისა და შვილიშვილებისადმი სიძულვილს ნიშნავს, რადგან მათ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ.

4. ფინელები დარწმუნებული არიან, რომ ქურდი ყოველთვის მშიშარაა. ის მუდმივ შიშში ცხოვრობს, რომ დანაშაული გამჟღავნდება და მკაცრი სასჯელი არ ასცდება. ასეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს თავისუფალი. ის ხალხისგან განდეგილია.

5. ფინელებს სწამთ, რომ შვილების ”მოწყობა” ძალზე ავნებთ მათ, რომ ადამიანმა თავისით უნდა მიაღწიოს ყველაფერს, განათლებისა და წარმატებების მეშვეობით.

დუდანა ზაქარაია