ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე
ახალი უცნაურობა სავალუტო ბაზარზე
18 თებერვალი / 2016
რამდენიმე დღეა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარი ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსსა და "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში დაფიქსირებულ ღირებულებაზე იაფად იყიდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, როგორც წესი, სავალუტო ჯიხურები ელექტრონული სისტემის სავაჭრო ტენდენციას მიჰყვებიან, თუმცა ახლა ეს კონიუნქტურა დაირღვა. სპეციალისტების შეფასებით, საქმე გვაქვს ხელოვნურად აწეულ კურსთან, რეალურად კი ბაზარზე სულ სხვა ვითარებაა.

13-14 თებერვალს, როდესაც "ბლუმბერგზე" კურსი 2,50-ის ნიშნულს გადაცდა, სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,48-2,485-ის ფარგლებში იყიდებოდა. 16 თებერვალს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,4821-ის ნიშნულზე დაფიქსირდა, თუმცა ბაზარზე ვითარება არ შეცვლილა. გუშინ, საღამომდე ბლუმბერგზე კურსი 2,5023-ის დონემდე გაიზარდა, სავალუტო პუნქტები კი დოლარს 2,49-2,493 ლარის ფარგლებში ყიდდნენ.

ასეთ დროს შეიძლება გაკეთდეს ერთი დასკვნა - რეალურად დოლარზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო "ბლუმბერგზე" მიმდინარე ვაჭრობა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას არ ასახავს. ამ სისტემაში კურსის ცვლილება ორ სუბიექტს შორის უმნიშვნელო გარიგებითაც კი შეიძლება მოხდეს.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დოლარზე მოთხოვნა შემცირდა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შორის კონკურენცია დიდია და ყველა ცდილობს, რომ ისეთ მარჟაზე იმუშაოს, რომელიც შემოსავალს მოუტანს. ცოტა ხანს კიდევ უნდა დავაკვირდეთ, კვირის ბოლომდე, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე უფრო მკაფიო დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ", - ამბობს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

"რ": თუ დოლარზე მოთხოვნა დაბალია, მაშინ "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში რატომ ფიქსირდება უფრო მაღალი კურსი?
ვ.ხ: სავალუტო პუნქტებში "ქეშის" სახით მიმდინარეობს ვაჭრობა, ეს სხვა კონიუნქტურაა. რაც შეეხება "ბლუმბერგს", იქ სხვა სახის კლიენტურის დავალებები სრულდება, ესენია, ძირითადად, ბანკები.

როგორც წესი, სავალუტო პუნქტები "ბლუმბერგში" დაფიქსირებულ კურსს მიჰყვებიან ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება "ქეშზე" მოთხოვნა დავარდა. ვიმეორებ, კვირის ბოლომდე თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.

"რ": სხვა მიზეზებში რას გულისხმობთ?
ვ.ხ: ამ შემთხვევაში "სხვა მიზეზი" არის ის, რომ "ბლუმბერგზე" ფიქსირებული კურსი არ შეესაბამება რეალურ მოთხოვნა-მიწოდებას. დახურულ ელექტრონულ სისტემაში შეიძლება ერთმა ან ორმა ბანკმა პატარა თანხით მოახდინოს კურსზე მანიპულირება. ამ შემთხვევაში აღნიშნული სისტემა სამართლიანი კურსის ფორმირების საშუალებას არ იძლევა, რომელიც რეალურ მოთხოვნასა და მიწოდებას შეესაბამება. ეს არის ძალიან ცუდი სინდრომი.

მაგალითად, ადრე ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე თუ ვაჭრობის მოცულობა 5 მილიონზე ნაკლები იყო, ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს არ ცვლიდა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ ეს ისეთი პატარა თანხაა, რომელიც არ შეესაბამება რეალურ მოთხოვნა-მიწოდებას. თუ ვაჭრობა 5 მილიონზე მეტი იყო, ოფიციალური კურსი მაშინ იცვლებოდა.

დღევანდელი სისტემით, ორმა სუბიექტმა "ბლუმბერგის" სისტემაში შეიძლება დადოს გარიგება 100 ათას დოლარზე და კურსი დაფიქსირდება. ამ დროს ეს ხომ არ შეესაბამება სავალუტო ბაზრის რეალურ მდგომარეობას? ამიტომაც არის "ბლუმბერგის" სისტემა სახიფათო და არ ასახავს ბაზრის ზუსტ სურათს.

საინტერესოა, ზოგადად რა მოცულობებზეა ვაჭრობა "ბლუმბერგზე", როცა კურსი დგინდება? როდესაც ბაზარი გრძნობს, რომ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული კურსი რეალობას არ შეესაბამება, ეს ძალიან ცუდი მომენტია. ჩნდება დისბალანსი ოფიციალურ კურსსა და სავალუტო ბაზრის რეალურ მდგომარეობას შორის.

"რ": ზოგადად კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადებები კეთდება, თქვენი მოლოდინი როგორია?
ვ.ხ: თუ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს დავეყრდნობით, რომ მოსალოდნელია საინვესტიციო ნაკადის შემოსვლა, ბიუჯეტის კორექტირება, ირანთან სავიზრო რეჟიმის გაუქმება, ეს ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

კურსის ფორმირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ინტენსიური გახდება სავალუტო ნაკადები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან და რაც მთავარია, როგორ დაილექება შემოსული თანხა საქართველოს ეკონომიკაში. შეიძლება გამოიყოს სესხი და ნახევარზე მეტი უკან წავიდეს ექსპერტების ანაზღაურებასა და კვლევებზე.

ვფიქრობ, კურსი უფრო მეტად აღარ გაუფასურდება. საინვესტიციო ნაკადი არ მცირდება და ვალუტის სერიოზული გადინებაც არ შეინიშნება.

"რ": ერთია, რომ ლარი აღარ გაუფასრუდება, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ კურსის აღნიშნულ ნიშნულზე გაჩერება იმ ადამიანების მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ. ამასთანავე ეს ნიშნული არც ბიზნესისთვის არის მისაღები. გამყარების რა შანსი შეიძლება არსებობდეს?
ვ.ხ: ვფიქრობ, ლარი აღარ გაუფასურდება და ნაწილობრივ გამყარდება კიდეც, თუმცა მნიშვნელოვანი გამყარება არ მოხდება, სანამ სასწრაფოდ არ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზარს კომერციული ბანკების ზეწოლისგან გაათავისუფლებს. დღეს, საფონდო ბაზარი ბანკების ფრთის ქვეშ იმყოფება, რომელსაც ისინი განვითარების საშუალებას არ აძლევენ.

თუკი ეროვნული ბანკიდან გამოიყოფა ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი კომისია და განხორციელდება ცვლილებები საკანონმდებლო სისტემაში, საფონდო ბაზარი გათავისუფლდება კომერციული ბანკების კლანჭებისგან. ამ შემთხვევაში ბევრი კომპანია საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ამ ალტერნატიულ წყაროს მიმართავს. ისინი მარტო საბანკო სესხებზე კი არ იქნებიან დამოკიდებულნი, არამედ პირდაპირ ფასიანი ქაღალდების მეშვეობით უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავენ და ამ შემთხვევაში ლარის გამყარება იქნება საგრძნობი. სხვა მხრივ, შეიძლება კურსი დროებით გამყარდეს, მაგრამ ახლა ბაზარი იმდენად მგრძნობიარეა, რომ უმნიშვნელო წნეხსაც კი შეუძლია მასზე ზემოქმედება.

აზიიდან მოსალოდნელია საინვესტიციო შემოდინება, ამიტომ, მთავარია, დროულად შევქმნათ საჭირო პლატფორმა ამ ინვესტიციების მისაღებად.

"რ": ფასიანი ქაღლადების ბაზრის განვითარებასა და ფინანსების მოსაზიდად კომპანიებისთვის ეფექტური ალტერნატიული წყაროს შექმნაზე მუდმივად მიდის საუბარი. რატომ არაფერი იცვლება ამ მიმართულებით?
ვ.ხ: ეს ბაზარი იმიტომ არ ვითარდება, რომ საბანკო სფეროს პირდაპირი კონკურენტია, ამიტომ სანამ აღნიშნული სისტემა ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში იქნება, იგი ვერ განვითარდება.

"რ": ეროვნული ბანკის სფერო მხოლოდ საბანკო სექტორი არ არის და ეს უწყება მთლიანად საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი...
ვ.ხ: გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი მთლიანად საფინანსო სექტორის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი და ამ ბაზრის განვითარებისთვის ხელშეწყობა მისი კომპეტენციაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად იგი არის საბანკო სექტორის მარეგულირებელი. საბანკო სექტორი საფონდო ბირჟას, როგორც მის კონკურენტს, მიზანმიმართულად აკოტრებს. ბუნებრივია, მათ კონკურენტი სფეროს განვითარება არ აწყობთ. არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების სტრუქტურა ცენტრალური ბანკის დაქვემდებარებაში არ იმყოფება.

მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (7)
19.02.2016
ხომიზურაშვილს
ბატონო ვახტანგ, ეროვნული ბანკის გვერდზე დევს ეროვნული ბანკის კურსის გაანგარიშების წესი, გთხოვთ გადაავლოთ თვალი სანამ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებთ.
18.02.2016
რომა
ბლუმბერგის ლარზე არაფერი არ არის დასაჯერებელი. საქართველოს ბანკი განაგებს ქალაქში კურსებს.
მსგავსი სიახლეები
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
უმსხვილესი გერმანული ბანკის „დოიჩე ბანკის“ აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 მლრდ ლარით, ანუ 3.8 პროცენტით შემცირდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მლრდ ლარი შეადგინა.
პირველად ქვეყნის ისტორიაში, ირანში საკრედიტო ბარათები შემოიღეს.
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების ტელედებატების წინ, დოლარის კურსი იენთან და ევროსთან მცირედით დაეცა.
”ჰანიველ პარტნერსის"  ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტის ყიდვას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე დასრულდება.
მე ძალიან მომწონს ის, რაც ხდება ქვეყანაში. მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩემთვის მისაღებია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
2016 წლის პირველი ნოემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და მიმოქცევაში ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.09.2016
დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, ჩალოკა ბეიანის განცხადებით, საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია.
სრულად
26.09.2016
ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის სპეციალური საგზაო ზოლი დღეს ღამით დაიხაზება.
სრულად
26.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
სრულად
26.09.2016
ჯანდაცვის სამინისტრო 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს.
სრულად
26.09.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნლები ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.09.2016
27.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3345
EUR
1
EUR
2.5947
2.6247
GBP
1
GBP
3.0032
3.0206
RUB
100
RUB
3.6418
3.6493