მერია „ფეისბუქზე“ რეკლამის სანაცვლოდ ფულს დახარჯავს
19 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
თბილისის მერიამ Facebook-ზე საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის 5 500 დოლარი გადაიხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე მომწოდებელ facebook.ink-თან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 5 ათასი დოლარია.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N149-ის მიხედვით: ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” გვერდზე განთავსებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საჭიროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის
საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობების რეკლამირების მომსახურებით სარგებლობა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიური მომწოდებელია სოციალური ქსელი ”ფეისბუქი”, - აღნიშნავს გივი კუბლაშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, რომ ხსენებული თანხა მერიას "ფეისბუქზე" რეკლამის სანაცვლოდ  ჯერ არ გადაუხდია და თანხის გადახდა მხოლოდ გაწეული სამსახურის შემდეგ მოხდება. ამასთან ერთად, როგორც მერიაში განაცხადეს, 5 ათას დოლარი გაწეული სამუშაოსთვის მაქსიმალური თანხაა.

”შესასყიდი მომსახურება წარმოადგენს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას კი განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქსელს საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. არსებული ინფორმაცია დასტურდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგების საფუძველზე, როგორიცაა NDI და სხვა. ასევე, აღნიშნულს მოწმობს ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები. შესაბამისად, მიზანშეწონილია, „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ სარეკლამო მომსახურებით, ანუ ჩვენს მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს. შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო, სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების რეკლამირებისთვის დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3450 ლარი გახდა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3473 ლარი გახდა.
თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებსა და შპს „დიდუბის“ დირექტორს ტრისტან დვალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3479 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.
დოლარიზაციის მაღალი დონე ლარის უნდობლობით არის გამოწვეული.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3481 ლარი გახდა.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებებს ეხმაურება.
2017 წლის 1 მარტიდან აეროპორტის მოსაკრებელი იზრდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.07.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3450 ლარი გახდა.
სრულად
26.07.2016
გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, ხვალ გახდება ცნობილი.
სრულად
26.07.2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის იმ წესებს განმარტავს, რომელიც მათ ბინების გაქირავებისას უნდა გაითვალისწინონ.
სრულად
26.07.2016
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
სრულად
26.07.2016
ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის ხშირად ფინანსების არქონა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.07.2016
27.07.2016
USD
1
USD
2.3473
2.3450
EUR
1
EUR
2.5792
2.5816
GBP
1
GBP
3.0848
3.0788
RUB
100
RUB
3.6180
3.5517