„ჯეიმს ბონდმა“ აუქციონზე 2,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგროვა
„ჯეიმს ბონდმა“ აუქციონზე 2,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგროვა
20 თებერვალი / 2016
Aston Martin DB10 ავტომობილი, რომელიც სპეციალურად „ჯეიმს ბონდის“ ბოლო ფილმისთვის შეიქმნა, აუქციონზე გაიყიდა. Spectre-ში გადაღებული ავტომობილი 3,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
კომპანია Aston Martin-მა, რომელიც მრავალი წელია ასოცირებულია აგენტ 007-თან, ბონდიანას ბოლო ფილმისთვის, რომელშიც დენიელ ქრეიგი მეოთხედ გადაიღეს, ამ მოდელის 10 ეგზემპლარი შექმნა. 2 ავტომობილი ფილმში გადაიღეს. მათგან ერთი გაიყიდა, მეორე კი სამუზეუმო ექსპონატად დარჩა. ეგზემპლარის საწყისი ფასი აუქციონზე მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო და საბოლოოდ, ის 2,434,500 გირვანქად გაიყიდა. მყიდევლი ტრადიციულად უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ფილმიდან წარმოდგენილ სხვა ლოტებს შორის იყო კოსტიუმი, რომელიც დენიელ ქრეიგს ფილმის გახნის ეპიზოდში ეცვა. ის 98,500 გირვანქად გაიყიდა. მომღერალ სემ სმიტის ხელმოწერილი ვინილის დისკი Writing's On the Wall, რომელიც ფილმის ოფიციალური საუნდტრეკია, 9,375 გირვანქად გაიყიდა. საერთო ჯამში, „სპექტრის“ აუქციონზე სულ 10 ლოტი იყო წარმოდგენილი, რომელთა საერთო შემოსავალმა 2,8 მილიონი გირვანქა შეადგინა, კიდევ 14 ლოტის გაყიდვა კი 23 თებევალს იგეგმება.

შეგახსენებთ Spectre იყო „ჯეიმს ბონდზე“ შექმნილი 24-ე ფილმი 53-წლიან ისტორიაში. ის გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა და მისმა საერთო შემოსავალმა კინოგაქირავებაში 879 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დენიელ ქრეიგის „ბონდის“ ბოლო როლი, ვინ იქნება ახალი აგენტი ეს ჯერ ცნობილი არაა.

კოკა კვირკველია
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, ლილოს  სადგურზე, კასტელის მიმდებარედ არსებული  3 630 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით Manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა.
”ლიბერთი ბანკი” საერთაშორისო ფონდის ”ფენიქს-ლზ-ის” მიერ შემუშავებული პროექტის „ლურჯი ფრინველი“ პარტნიორი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
თბილისში საერთაშორისო დღე - ”დღე ავტომობილების გარეშე” აქციით აღინიშნა.
”თეგეტა მოტორსი“ იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-აგვისტოში კვლავ სამკურნალო
საშუალებები იყო
2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა,
მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.09.2016
დევნილთა საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, ჩალოკა ბეიანის განცხადებით, საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია.
სრულად
26.09.2016
ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის სპეციალური საგზაო ზოლი დღეს ღამით დაიხაზება.
სრულად
26.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
სრულად
26.09.2016
ჯანდაცვის სამინისტრო 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს.
სრულად
26.09.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნლები ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.09.2016
27.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3345
EUR
1
EUR
2.5947
2.6247
GBP
1
GBP
3.0032
3.0206
RUB
100
RUB
3.6418
3.6493