რა არის საჭირო, რომ საქართველოში აკვაკულტურა განვითარდეს?
რა არის საჭირო, რომ საქართველოში აკვაკულტურა განვითარდეს?
20 თებერვალი / 2016
„თევზსაჭერ მეურნეობებს ხელშეწყობა რომ ჰქონდეს, ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებას ამ პროდუქტზე მთლიანად დავაკმაყოფილებდით“

მსოფლიო ბაზარზე თევზი საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. კვლევების მიხედვით, ზღვებსა და ოკეანეებში თევზის რაოდენობა თანდათან მცირდება, ამის გამო დღეს მსოფლიო ბაზრის 42 პროცენტს ფერმერულ მეურნეობებში მოყვანილი თევზი იკავებს. სპეციალისტთა გათვლებით, უახლოესი ათი წლის განმავლობაში ეს ციფრი კიდევ 10 პროცენტით გაიზრდება. საქართველო თევზის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მდებარეობს, მაგრამ ჩვენს ეკონომიკაში თევზის რეწვას უმნიშვნელო ადგილი უკავია, განსხვავებით ჩვენი მეზობელი სომხეთისა და თურქეთისაგან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ დანელიას შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლოს მზად იქნება. მისივე თქმით, „აკვაკულტურის განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოში დიდი რაოდენობის თევზის იმპორტი ხორციელდება. ჩვენ კი გვაქვს საკმარისი რესურსი, არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შევცვალოთ და იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივით ჩავანაცვლოთ...“, - აცხადებს მინისტრი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაში არიან ქართველი ფერმერები, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, რა უჭირთ და რა ულხინთ მათ. ამ მიზნით გორის რაიონის სოფელ ახალდაბის მკვიდრ ივანე მაჭარაშვილს ვესაუბრეთ. ბატონი ივანე პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ თავისი ცხოვრება სწორედ ამ საქმეს - თევზის რეწვას დაუკავშირა. მან თავის სოფელში ჩამოაყალიბა კოოპერატივი „თევზსაშენი ცისარტყელა,“ რომელშიც ჯერჯერობით 6 საკალმახე მეურნეობაა გაერთიანებული:

ივანე მაჭარაშვილი - ჩვენი საკალმახე მეურნეობა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაშია. წელიწადში, საშუალოდ, 25 ტონა კალმახს ვზრდით, ჯერჯერობით მთლიანად დატვირთულები არა ვართ, რომ 40-50 ტონაზე ავიდეთ. ჩვენ, ძირითადად, კალმახი გვყავს, ზუთხი კი - უფრო მცირე რაოდენობით. საერთოდ, საქართველოში ყველაზე გავრცელებული თევზის სახეობა კალმახია და ის აუზებში მოჰყავთ, თუმცა ტბის თევზის მოშენებაც საკმაოდ პერსპექტიული საქმეა. როგორც წესი, დისტრიბუტორები გვაკითხავენ ხოლმე და ჩვენს პროდუქციას სუპერმარკეტების ქსელში ყიდიან. კონსიგნაციით ვმუშაობთ და ცოტა თანხის გადახდას გვიგვიანებენ, მაგრამ მაინც აქტიურად ვთანამშრომლობთ.
- რა არის საჭირო, რომ თქვენი კოოპერატივი გაფართოვდეს და ქვეყანაში თევზის მეურნეობების რიცხვი გაიზარდოს?
- თევზის მეურნეობების განვითარება გრძელვადიანი, იაფი სესხების გარეშე წარმოუდგენელია, უამისოდ ჩვენი საქმიანობა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დღეს თუ ხვალ შეუძლებელი გახდება. თევზის წარმოებას სოლიდური თანხა სჭირდება: 1 კილოგრამი თევზის გაზრდა, სულ მცირე, 5 ლარი მაინც გვიჯდება. წარმოიდგინეთ, რამხელა დანახარჯია საჭირო 10 და 20 ტონაზე. ჯერჯერობით, ქართველ ფერმერებს იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ ამხელა თანხა საკუთარი შემოსავლიდან გავიღოთ. ისე კი, ჩვენი პოტენციალი თევზის რეწვაში საკმაოდ მაღალია, რადგან საქართველოში დიდი რაოდენობით აუთვისებელი ბუნებრივი წყლები გვაქვს. ამის გამო ჩვენში შესაძლებელია როგორც კალმახის, ასევე ტბის თევზის მოშენებაც. ამჟამად საქართველო დაახლოებით 3 ათას ტონა კალმახს აწარმოებს, თუ ამ საქმეს მთავრობაც ხელს შეუწყობს და საკალმახე მეურნეობების რიცხვი გაიზრდება, ეს რაოდენობა შეიძლება კიდეც გაათმაგდეს.
- ბატონო ვანო, თუ იგრძნობა თევზის რეწვით დაინტერესება თქვენს ნაცნობ ფერმერებს შორის?
- მარტო ჩვენს სოფელში, ახალდაბაში, 40-მდე საკალმახე მეურნეობაა, ზოგს ოჯახურ პირობებში ჰყავს კალმახი, ზოგს კი საკალმახე მეურნეობა აქვს. როგორც ვიცი, საკალმახე მეურნეობები გაიხსნა ჭიათურასა და ტყიბულში. აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში კალმახი ყოველთვის ჰყავდათ. რაც შეეხება კახეთს, იქ უფრო ტბის თევზის წარმოება შეიძლება. თევზის რეწვის ტრადიცია საქართველოში ადრე არ ყოფილა, კომუნისტების დროს თითზე ჩამოსათვლელი იყო საკალმახე მეურნეობები, ბოლო წლებში მოიმატა მათმა რიცხვმა.
- კალმახის საკვები საიდან მოგაქვთ, ან ლიფსიტებს სად ყიდულობთ?
- ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან ზოგჯერ უხარისხო საკვების რეალიზაცია ხდება. ამიტომ, საკვების ხარისხიც მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ერთხანს 600-700 ლარის საკვებს ვყიდულობდით და მერე ამ ფულს წყალში ვყრიდით, რადგან ის უხარისხო იყო. არ ვიცი ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა, თუ სურსათის უვნებლობის სამსახურისა, მაგრამ თევზის საკვებზეც კონტროლი უნდა დაწესდეს. უხარისხო საკვების შესყიდვამ ჩვენი ფერმერები ძალიან დააზარალა. რაც შეეხება ლიფსიტებს, ხშირად აჭარიდან და სამცხე-ჯავახეთიდან შემოგვყავს, ხოლო ქვირითი - პოლონეთიდან, ამერიკიდან და იტალიიდან შემოდის.
- მოგვიყევით თქვენი კოოპერატივის შესახებ.
- ჩვენს კოოპერატივს „თევზსაშენი ცისარტყელა“ დავარქვით. ის ექვსი საკალმახე მეურნეობისაგან შედგება. ერთად ვშრომობთ და პრობლემებსაც ერთობლივად ვუმკლავდებით. ძალიან კარგი იქნება, თუ თევზის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო გაიხსნება, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას შევძლებთ. საწყის ეტაპზე მინიქარხანაც რომ გაკეთდეს, მაინც კარგია. უკვე არის ლაპარაკი, რომ ასეთი წარმოება უნდა გაიხსნას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გაკეთდება. თევზეულის 70 პროცენტი ჩვენთან უცხოეთიდან შემოდის, მსგავსი ღონისძიებების წყალობით,  სიტუაცია ძირეულად შეიცვლება. გასაქანი რომ გვქონდეს, ფერმერები ადგილობრივი პროდუქციით მოვამარაგებდით ქართულ ბაზარს, მაგრამ ყველაფერს თანხები სჭირდება.
- ყველაზე დიდი პრობლემა რა არის თქვენთვის?
- პირველ რიგში, იაფი და გრძელვადიანი სესხები გვჭირდება - ვგულისმობ სამომხმარებლო სესხებს. მართალია, ფერმერებმა 18-თვიანი სესხებით ისარგებლეს, მაგრამ 18 თვეში რა უნდა მოასწრო? ეს თანხა ხანგრძლივი ვადით უნდა გქონდეს, რომ ფული ატრიალო, მოგება მიიღო და წარმოება განავითარო. ამჟამად, ამ სესხების გაცემაც შეწყვეტილია. ახლა ველოდებით, თუ აღადგენენ, მადლობლები ვიქნებით. ამ ეტაპზე მშენებლობისთვის სესხებს კი გასცემენ, მაგრამ სამომხმარებლო, რომ ლიფსიტა შეიძინო, მისი საკვები შეიძინო - შეწყვეტილია. 99%-ს ბანკში გვაქვს ჩადებული ჩვენი უძრავ-მოძრავი ქონება, რომ საქმე დაგვეწყო. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ამიტომ ადრეც ბანკზე ვიყავით დამოკიდებული და დღესაც ასე ვართ. თევზსაჭერ მეურნეობებს რომ ხელშეწყობა ჰქონდეს, ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებას ამ პროდუქტზე მთლიანად დავაკმაყოფილებდით, ახლა კი, თურქეთიდან შემოდის გაყინული კალმახი და ჩვენი ხალხი იმას ყიდულობს. თურქეთში კალმახის მწარმოებლებს სახელმწიფო სოლიდურ სუბსიდირებას უკეთებს. იქ ფერმერს მთავრობა მხარში ისე უდგას, როგორც უფროსი ძმა. აბა, რა გითხრათ? - ვშრომობთ, ვწვალობთ და ცოტათი ხელის წაკვრა ჩვენც გვინდა.

ხათუნა ჩიგოგიძე
კომენტარები (1)
27.02.2016
ალექს
ცხენისწყალსა და აბაშას შუა ერთი სოფელია ,ლეხაინდრაო,დანელიების მეტი არაფერი ხარობს და კიდევ ჯამფაზია იზრდება უსასუქოდ,ცივა,გაზი არ არის ,წვიმს სულ და 140 ვოლტია ძაბვა,სიხშირე 37, ინტერნეტი და მობილური ფორმალურადაა ,ტელევიზიაც არ იჭერს,საუკეთესო პირობებია თევზებისათვის !
მსგავსი სიახლეები
2015-2016 წლებში, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დასრულდა.
მედიის განვითარების ფონდმა" მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს, - ამის შესახებ საუბარია „ოქსფამის“ კვლევაში, რომელიც თბილისში მიმდინარე სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს.
ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 33%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ „საქართველოს სარეკლამო ბაზარი - ცვლილებები და გამოწვევები“ კვლევაშია საუბარი.
დაფინანსებული სტატიები ძირითადად არ არის გამოყოფილი სარედაქციო მასალებისგან, მათ შორის პარტიების მიერ დაფინანსებული კონტენტი, გამონაკლისი არის საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“,
„საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 50%-ზე მეტი მეზობელ ქვეყნებზე მოდის.
„ენერგეტიკის საერთაშორის ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ - ამ სახელწოდებით სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული ვითარების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
მოქალაქეობის ხარისხის მიხედვით საქართველო 161-დან 103-ე ადგილს იკავებს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.06.2016
2015-2016 წლებში, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დასრულდა.
სრულად
28.06.2016
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის #24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლა რესტორანში საკონდიტროდან შეტანილმა ტკბილეულმა გამოიწვია.
სრულად
28.06.2016
სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს მიმართვა დააკმაყოფილა და სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით "კორპორაცია ფოთის პორტის" გადაწყვეტილება შეაჩერა.
სრულად
28.06.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა.
სრულად
28.06.2016
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.06.2016
29.06.2016
USD
1
USD
2.3436
2.3709
EUR
1
EUR
2.5850
2.6289
GBP
1
GBP
3.1046
3.1597
RUB
100
RUB
3.6087
3.6653