"მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თბილისის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სოციალური შეღავათით სარგებლობენ"

"გვაქვს ინფორმაცია სხვა ფაქტების შესახებაც, მათ შორის ერთი თბილისის ბიუჯეტის თანხებით პლასტიკური ოპერაციის, მეორე შემთხვევაში კი პროთეზირების თანხებს ეხება"

იმ ფონზე, როცა თბილისელების დიდი ნაწილი მერიის მუშაობით უკმაყოფილოა, ქალაქის მთავრობის ისეთი ქმედებების შესახებ ხდება ცნობილი, რაც ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ძნელი სათქმელია, ეყოფოდა თუ არა 5.400 ლარი თბილისში ერთი ორმოს ამოვსებას, თუმცა "სოციალურად დაუცველი" პროკურორის ქალიშვილის საფრანგეთში სწავლა-განათლების დაფინანსებას კი ეყო. მართალია, მერმა თავი იმართლა, ბრძანებაზე ჩემი ხელმოწერაა, მაგრამ გეფიცებით, "ჩამიდესო", თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის, რაც მერს "ჩაუდეს", თბილისელებს ამოაცალეს ჯიბიდან. კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ეს სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველის ტყავში გადაცმული "მგლები" ბიუჯეტს ძარცვავენ.

გასულ კვირას დავით ნარმანიას ხელმოწერით დადასტურებული ის ბრძანება გა­მომზეურდა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისან-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. თანხა პროკურორის ქალიშვილისთვის, რომელიც თავად მერიის თანამშრომელია, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოიყო მათი ოჯახის "მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით".

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი