რა უნდა ვიცოდეთ დეპოზიტის გახსნისას
რა უნდა ვიცოდეთ დეპოზიტის  გახსნისას
23 თებერვალი / 2016
რატომ უნდა გავხსნა დეპოზიტი? რას ნიშნავს საპროცენტო განაკვეთი და სარგებელი?
როგორ ითვლის ბანკი, თუ რა სარგებელი უნდა დამერიცხოს დეპოზიტზე გარკვეული პერიოდის შემდეგ? რა დრო დასჭირდება ბანკს ჩემს დეპოზიტზე არსებული თანხის გასაორმაგებლად?

ეს კითხვები ალბათ ყველა ჩვენგანს უჩნდება, როდესაც ფულის დაზოგვის მიზნით ბანკში დეპოზიტის გახსნაზე ფიქრობს. დღევანდელ სამყაროში, ყველასათვის ცნობილია, რომ ფულის სახლში უმოქმედოდ შენახვას, სჯობს მისი ბანკში დეპოზიტზე განთავსება, რადგან ამ შემთხვევაში მასზე დაგვერიცხება გარკვეული სარგებელი. ეს სარგებელი კი ბანკების მიერ ინდივიდუალურად დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით განისაზღვრება. საპროცენტო განაკვეთები განსხვავდება, მათ შორის, დეპოზიტის ვადის, ანუ პერიოდის, დეპოზიტის ტიპის/მიზნობრიობის, და ვალუტის მიხედვით, რომელშიც ხსნით დეპოზიტს. დეპოზიტი შეიძლება იყოს როგორც უვადო (მათ შორის, მოთხოვნამდე), ისე ვადიანი; ამასთან, ბანკები თავად წყვეტენ თუ რა მინიმალური თანხა უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, რათა მან შეძლოს ამა თუ იმ ტიპის დეპოზიტის გახსნა. თითოეულ დეპოზიტს განსხვავებული პირობები აქვს, და გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელი მათ კარგად უნდა გაეცნოს - მაგალითად, მოთხოვნამდე დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე ვადიან დეპოზიტზე; ვადიანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დეპოზიტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში კი შესაძლოა საპროცენტო სარგებელი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდით, დაკარგოთ, და ა.შ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი (ისევე, როგორც სესხის საპროცენტო განაკვეთი) შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ისე ცვლადი, ანუ გარკვეულ ინდექსზე მიბმული, როგორიცაა, მაგალითად, ლარისთვის - ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო დოლარისთვის - LIBOR. დაბოლოს, კარგად დაფიქრდით, სანამ სესხის ვალუტას აირჩევდეთ: გაიაზრეთ, თუ რა ვალუტაში გაქვთ შემოსავალი, და დაიმახსოვრეთ, რომ გაცვლითი კურსის ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი უცხოური ვალუტის სესხის შენატანების ღირებულება ლარში.

მომხმარებლებს დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები და სხვა პირობები შეუძლიათ შეამოწმონ ბანკების ვებგვერდებსა და ფილიალებში. ზოგადად კი, გირჩევთ კარგად განსაზღვროთ დაზოგვის მიზანი და შესაბამისად, დეპოზიტის ტიპი, ვადა და ვალუტა, გაეცნოთ რამდენიმე ბანკის შემოთავაზებას, და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და სარგებლიანი ვარიანტი.
ჩვენთვის შესაფერისი დეპოზიტის არჩევის შემდეგ, ცხადია, გვაინტერესებს თუ როგორ არიცხავს ბანკი საპროცენტო სარგებელს ჩვენს დეპოზიტს. ამის გარკვევაში, ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეოები დაგეხმარებათ.

იხილეთ გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1472 ლარი გახდა.
უახლოეს მომავალში დუშეთში თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბულვარის მშენებლობა იგეგმება.
ლარი სწრაფად მყარდება. მარტის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ რევალვაციას განიცდის.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1461 ლარი გახდა.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ბანკ ”რესპუბლიკას” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად 22.5 მილიონი ევრო გამოუყო, რაც 45 მილიონი ევროს ოდენობის დამტკიცებული სესხის პირველ ტრანშს წარმოადგენს.
”საქართველოს ბანკსა” და EBRD-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
უპროცენტო განვადება - ეს ტერმინი საქართველოში რამდენიმე წელია დამკვიდრდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემოთავაზებად.
25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, "საქართველოს ბანკს" ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის 100 მილიონ აშშ დოლარს (დაახლოებით, 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს.
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.05.2016
რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება თურქეთის ტურისტულ სფეროზე უარყოფითად აისახა.
სრულად
30.05.2016
2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 8.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2.7 პროცენტით შემცირდა.
სრულად
30.05.2016
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ”დელტა” 28-29 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სრულად
30.05.2016
ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
სრულად
30.05.2016
შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების უკანონო გამოყენების ფაქტები გამოააშკარავა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.05.2016
31.05.2016
USD
1
USD
2.1461
2.1472
EUR
1
EUR
2.3985
2.3913
GBP
1
GBP
3.1438
3.1362
RUB
100
RUB
3.2531
3.2507