გურჯაანის აგრარულ ბაზართან ხმაური იყო

დღეს დილიდან ხმაური იყო გურჯაანის აგრარულ ბაზართან. მოვაჭრეების თქმით, მათთან პოლიცია მივიდა, რომელიც ჯარიმებით ემუქრებოდა და ადგილების დატოვებას აიძულებდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, წუხელ მათი სავაჭრო მაგიდები მოიპარეს და დილით ადგილზე მისულებს ინვენტარი აღარ დახვდათ.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, გურჯაანში კერძო ბაზარი გაიხსნა, რომელიც მცირე მოცულობის არის და მათთვის მიუღებელია. ბაზრის ხელმძღვანელის თქმით, პირველ ეტაპზე მოვაჭრეებს მოსაკრებელს არ გადაახდევინებენ. გარემოვაჭრეები ვაჭრობის აკრძალვას არ ემორჩილებიან და მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ.

ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის წარმომადგენელი, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.