საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის მოხვდა
23 თებერვალი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საერთაშორისო სააგენტო GoBankingRates-მა საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 29-ე პოზიციაზე აღმოჩნდა მსოფლიოს 112 ქვეყანას შორის.
რეიტინგის შედგენისას ავტორები ოთხ კომპონენტს დაეყრდნენ: ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას, იჯარის ფასს, სასურსათო ინდექსსა და სამომხმარებლო ფასების ინდექსს. ოთხივე კომპონენტი ნიუ იორკში არსებულ ცხოვრების დონესთან არის შედარებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ნიუ იორკთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა 69,3%-ით იაფია, იჯარის ფასი - 88,6%-ით, საკვები - 74,4%-ით, ადგილობრივი პროდუქტი და მომსახურება კი 70,4%-ით იაფი ღირს.

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო და სასურსათო ფასებია. თბილისში ერთი ადამიანის ყოველთვიური დანახარჯი დაახლოებით 360 დოლარია. თუმცა ასეთი დაბალი ფასი დაბალი შემოსავლით არის განპირობებული. ფოლადისა და ელექტრო მოწყობილობების წარმოების მიუხედავად, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაბალია და 3,670 დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია სააგენტოს აგარიშში.

რეიტინგის თანახმად, ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ინდოეთი, კოსოვო, საუდის არაბეთი, ყაზახეთი. ბოლო პოზიციებს კი განა, შვეიცარია, ჰონგ კონგი, ბაჰამები და ბერმუდა იკავებს.
რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი რეიტინგში 23-ე პოზიციაზე, სომხეთი, - 42-ე, რუსეთი - 39-ე, თურქეთი - 31-ზე, უკრაინა - 24-ზე.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (2)
25.02.2016
sxva lia :)
საქართველოში , კერძოდ, თბილისში, თურმე, ერთი ადამიანის საშუალო თვიური დანახარჯი 360 დოლარია, ანუ 900 ლარზე მეტი :) ანუ. ამ ანგარიშის მიხედვით, 5 სულიანი ოჯახის დაბახარჯი თვეში 3600 ლარს აღემატება :). მაჩვენეთ, რა, ასეთი ოჯახები რამდენია საქართველოში :) . ესენი არიან დებილები თუ ხალხს ადებილებენ?????
23.02.2016
ლია
რა გვიხარია ნეტა?
მსგავსი სიახლეები
ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, შეიძლება ცოტა ზედმეტი ემოციურობა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ძალიან გულწრფელი ვიქნები
საფრანგეთში გუშინ, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შრომითი ინსპექციის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
Apple-ის პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დაპირისპირება მძაფრდება.
დიდი ხანია არავინ დავობს, რომ კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მთავარი ელემენტია
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც დღეს, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს.
გაიცანით ყველაზე ეკონომიური, ეკოლოგიური და ამავდროულად უმძლავრესი, პორშეს სამაგალითოდ სპორტული SUV
საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა.
212 გარდაცვლილი და 691 დაშავებული - ასეთია ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოფიციალური სტატისტიკა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.09.2016
ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განშორების შემდეგ, ექვს შვილთან ერთად, მალიბუში მდებარე სახლში ცხოვრობს.
სრულად
25.09.2016
იტალიელმა ადვოკატმა ავიაკომპანია Emirates სასამართლოში უჩივლა.
სრულად
25.09.2016
25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 71,3 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.
სრულად
25.09.2016
გამოკითხული ამერიკელების 28% საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერდა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს ბილ გეითსს, ეს უკანასკნელი კენჭს რომ იყრიდეს.
სრულად
25.09.2016
თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.09.2016
26.09.2016
USD
1
USD
2.3132
2.3132
EUR
1
EUR
2.5947
2.5947
GBP
1
GBP
3.0032
3.0032
RUB
100
RUB
3.6418
3.6418