მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კერძი
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კერძი
23 თებერვალი / 2016
1. უზარმაზარი ბურგერი FleurBurger 5 ათასი აშშ დოლარი ღირს. ამ ძვირადღირებული კერძის დაგემოვნება აშშ-ის ლას ვეგასში შეიძლება. ბურგერის შემქმნელი ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ჰიუბერტ კელერია. ბურგერის შეძენის მსურველს Château Pétrus-ის ღვინოს და ექსკლუზიურ ბოკალსაც ჩუქნიან.

2. ნიუ იორკში მდებარე ლეგენდარული კაფე Serendipity III მაღალი ფასებითაცაა ცნობილი. დესერტი Golden Opulence Sundae 1 000 აშშ დოლარი ღირს. ამ დესერტის დაგემოვნება თუ გსურთ, შეკვეთა 48 საათით ადრე უნდა მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზარეულები დახვეწილი დესერტის მომზადებას ვერ მოასწრებენ.

3. ნიუ იორკში იყიდება ყველაზე ძვირადღირებული ომლეტიც. Norma’s რესტორანში მზარეულები მის დასამზადებლად ლობსტერსა და ხიზილალას იყენებენ. ომლეთის ღირებულება 1 000 აშშ დოლარია.

4. გაგისინჯავთ სუში 2034 აშშ დოლარად? ამ ექსტრემალური ნაბიჯის გადადგმა თუ გადაწყვიტეთ, მაშინ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მზარეულ ანგელიტო არანეტა-უმცროსთან უნდა ჩახვიდეთ. კულინარიის ეს შედევრი 24-კარატიანი ოქროს ფილებშია გახვეული და ბრილიანტები ამშვენებს.

5. იტალიელი შეფ-მზარეული რენატო ვიოლა კი გურმანებს 8 300 ევროს ღირებულების პიცას სთავაზობს. 20-სანტიმეტრიანი პიცა Louis XIII ძვირადღირებული ინგრედიენტებისგან მზადდება, მათ შორის ხიზილალას სამი სახეობისგან.

6. ფრანგი კონდიტერის, პიერ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერმეს ტკბილეული ბევრ კულინარიულ მაღაზიაში იყიდება. ტკბილეულისგან განსხვავებით, შეფ-მზარეულის მაკარონი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. კონდიტერის Macaroons Haute Couture-ის ერთი ფუტის ღირებულება 5 750 ევროა. მისი შეძენა პარიზშია შესაძლებელი. ერმეს "მაკარონი" წარმოადგენს განსაკუთრებულ ტკბილეულს, რომელიც შეიცავს ეგზოტიკურ ინგრიდიენტებს, მათ შორის ვარდის ფურცლებსა და შამპანურს.

7. ლონდონის Bombay Brasserie-ის რესტორანში 2 000 ევროდ, აზიური კერძი სახელწოდებით "კარი" იყიდება. კერძის დასამზადებლად ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტებს იყენებენ.

8. შრი-ლანკაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დესერტი - The Fortress Stilt Fisherman Indulgence იყიდება. ტკბილეულს ამშვენებს 80-კარატიანი აქვამარინი, დესერტის ღირებულება კი 14 500 აშშ დოლარია.

9. ვაგიუს ხორცი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. ამბობენ, რომ ხარებს ლუდს ასმევენ და მასაჟს უკეთებენ, რის გამოც, ვაგიუს ხორცი ასეთი ნაზია. ღვეზელი ვაგიუს ხორცით 8 000 ევრო ღირს. მის დაგემოვნებას ბრიტანეთის ლენკეშირში, Fence Gate Inn-ის რესტორანში შეძლებთ.

10. სტამბოლში თუ მოხვდით, Çırağan Palace Kempinski-ს სასტუმროს რესტორანში გასინჯავთ 1 000 აშშ დოლარის ღირებულების ტკბილეულს. დესერტი დაფარულია 24-კარატიანი ოქროს ფენით. ტბილეული ვერცხლის ზარდახშაშია მოთავსებული, რომელსაც სუვენირის სახით მიიღებთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
არაბული კომპანია „ისრაელ ახმადოვ ინვესთმენტი“ შაორის ტბის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გეგმავს, რომელშიც 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს.
ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში წარმოებული კარტოფილის ფრი ქართულ ბაზარზე ოქტომბრიდან გამოჩნდება.
ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა.
დატვირთული სამუშაო რეჟიმის, დღის განმავლობაში დაგეგმილი უამრავი საქმიანი შეხვედრებისა თუ სპეციფიური პროფესიის გამო ხშირად, საუზმისთვის, სადილისთვის ან ვახშმისთვის დრო აღარ რჩება.
თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად, დასრულებულია და მალე შესაძლოა, ახალი რეგულაციები ამოქმედდეს.
საქართველოში ოდითგან კარგად იცოდნენ, თუ რა სასარგებლოა მხალეული, მათ შორის სატაცური, რომლის სეზონი უკვე დაიწყო.
ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია
ცნობილ ადამიანებს უყვართ ლამაზად და გემოვნებიანად ცხოვრება.
ლონდონის ცენტრში ახალი რესტორანი იხსნება, სადაც ვიზიტორები ყოფნას ტანსაცმლის გარეშე შეძლებენ.
დუბაიში ახალი ცათამბჯენის მშენებლობას იწყებენ, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფას“ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის ტიტულს წაართმევს.
რუბრიკის სხვა სიახლეები
25.05.2016
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მასუდ აჰმედს (Masood Ahmed) შეხვდა.
სრულად
25.05.2016
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა.
სრულად
25.05.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1473 ლარი გახდა.
სრულად
25.05.2016
პირველი მაისისათვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
სრულად
25.05.2016
წინა თვესთან შედარებით, აპრილში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.4 %-ით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
25.05.2016
26.05.2016
USD
1
USD
2.1474
2.1473
EUR
1
EUR
2.4014
2.3925
GBP
1
GBP
3.1324
3.1385
RUB
100
RUB
3.2100
3.2568