მილიარდერების რაოდენობით პეკინმა პირველად გადაუსწრო ნიუ იორკს.
Hurun Global Rich-ის კვლევის თანახმად, გასული წლის შემდეგ პეკინს 32 ახალი მილიარდერი შეემატა. შედეგად, ამ დროისთვის ჩინეთის დედაქალაქში 100 მილიარდერი ცხოვრობს, ნიუ იორკში კი 95.
მილიარდერების რაოდენობით მესამე ადგილზე მოსკოვია, მეოთხეზე - ჰონკ-კონგი, მეხუთე ადგილს კი ჩინეთის კომერციული ცენტრი - შანჰაი იკავებს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ჯამში 568 მილიარდერი ცხოვრობს, აშშ-ში კი 535. ჩინელი მილიარდერების საერთო ქონება 1,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
იხილეთ გაგრძელება
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე