მსოფლიოს ინოვაციური სკოლები
მსოფლიოს ინოვაციური სკოლები
27 თებერვალი / 2016
ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის უმთავრესი მისივე მოსახლეობის განათლების დონეა. მარტივი ჭეშმარიტებაა - რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია ქვეყანა.

განათლებული ხალხები ქმნიან ძლიერ ინსტიტუტებს, რომელზეც შემდეგ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო ფუძნდება.

სკოლა განათლების ერთ-ერთი მთავარი კერაა. იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული სკოლები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკეთესო მაგალითია, საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული ვითარება კვლავ სავალალო რჩება.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური სკოლების ჩამონათვალს გთავაზობთ.

მაკოკოს მოტივტივე სკოლა

სკოლა ნიგერიის ქალაქ ლაოსში მდებარეობს და პირდაპირ მდინარეზეა აშენებული. სამსართულიანი, სამკუთხედის ფორმის სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა გაერო-სა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით აშენდა. მოტივტივე სკოლაში მოსწავლეებს ასევე ასწავლიან მომავლის შენობების პროექტზე მუშაობას.

კუბის ფორმის სკოლა, დანია


სკოლა შუშის შენობაშია განთავსებული. 1000-ზე მეტ მოსწავლეს გაკვეთილები ძირითადად კუბებში უტარდებათ, სადაც ისინი პუფებზე არიან წამოწოლილი და თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.

"გვინდა ჩვენს მოსწავლეებს ისეთი პირობები შევუქმნათ, სადაც თავისუფალ გარემოში შეძლებენ კვლევების ჩატარებას და რეალური პრობლემების მოგვარებას. ამიტომ ჩვენ გამჭვირვალე შენობაში ვართ, საიდანაც დანარჩენ მსოფლიოს ვეკონტაქტებით", - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა ალან ანდერსენმა.

სტოკჰოლმი, შვედეთი

სკოლის მთავარი ღირსება სკოლაში გენდერული თანასწორობის სისტემის დამყარებაა. ამისთვის ბავშვები სკოლაში არ გამოიყენებენ გენდერის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს.

კაცისა და ქალის აღმნიშვნელი (He/She) ნაცვალსახელების ნაცვლად, ბავშვები იყენებენ კონკრეტული მოსწავლის სახელს ან ნაცვალსახელს "ისინი". ამით სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობს თავიდან აირიდოს ბავშვებს შორის დისკრიმინაცია. ბავშვები ისწავლიან, რომ ერთმანეთი მათი ქმედების მიხედვით განსაჯონ და არა - სტერეოტიპების.

"სილიკონ ველის" სკოლა, სან ფრანცისკო, კალიფორნია

"ალტსქულში" ტრადიციული სწავლებისგან რადიკალურად განსხვავებული მოდელი აქვთ - "სილიკონ ველის" სკოლაში ბავშვებს ასწავლონ, როგორ გარდაქმნან ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და 3D გაფართოების სათამაშო სახლები დაამზადონ. გარდა ამისა, მოსწავლეებს სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებსაც აცნობენ. სკოლაში 4-დან 14 წლამდე ბავშვები მიიღებიან.
იხილეთ ფოტოგალერეა
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ ჩვენი განათლების სისტემა, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ,
საბანკო სფერო სულ უფრო მეტად ვითარდება საქართველოში.
ბოლნისის ენერგეტიკული განვითარების გეგმით, ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის მოწყობა იგეგმება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 913 ლარია.
კრწანისის გამგეობამ ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს, ქვევრის სკოლა-სახელოსნოს აშენებს.
”ჩვენ ვაშენებთ ბრმად გზებს, სახლებს. ამას შენებას ვეძახით და ამ დროს ეს არის ნგრევის მომტანი და სწორედ ამისი ბრალია 13 ივნისის ტრაგედია”, - ამის შესახებ არქიტექტორმა ირაკლი ჟვანიამ ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა. თამარ სანიკიძის შემცვლელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.06.2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის ჯგუფურად დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.
სრულად
27.06.2016
ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ ჩვენი განათლების სისტემა, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ,
სრულად
27.06.2016
რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და შეღებვის) სამუშაოების გამო, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00-დან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
სრულად
27.06.2016
ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, შეძლებს­ თუ არა საკუთრებაში არსებული მიწის უფასოდ რეგისტრაციას და რა საბუთები დასჭირდება.
სრულად
27.06.2016
"მთავარი პრობლემა ლარის არასტაბილურობაა, რაც გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობებს, ფაქტობრივად, გამორიცხავს"
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.06.2016
27.06.2016
USD
1
USD
2.2941
2.2941
EUR
1
EUR
2.5377
2.5377
GBP
1
GBP
3.1443
3.1443
RUB
100
RUB
3.5037
3.5037