ვინ დაბლოკა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია, რომლის შესახებ დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმაც მოაწერა ხელი

"თუ 10 წლის წინ საქართველოში ყოველი მეხუთე თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით იღუპებოდა, დღეს წელიწადში ყოველი მეოთხე, ანუ 11 ათასი ადამიანი იღუპება"

საქართველო მწეველთა რაოდენობით ევრ­ოპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. თუ 8-10 წლის წინ ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით წელიწადში რვა ათასი­ ადამიანი იღუპებოდა, დღეისათვის ეს ციფრი­ 11 ათასამდეა გაზრდილი. როგორია­ სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე? დაახლოებით ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატი­ვით, თამბაქოს წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება დაიწყო, თუმცა, პროცესი მალევე შეფერხდა. როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი გიორგი­ ბახტურიძე­ გვიყვება, თამბაქოს ინდუსტრიამ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება ლობისტების დახმარებით შეაჩერა:

- 2013 წლის თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება გამოაცხადა. მარტშივე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციაც ჩაერთო. პროცესი ისე დინამ­იკურად წარიმართა, რომ ამავე წლის ივნისში­ თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია შემუშავდა, 2013 წლის ნოემბერში კი სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა. გეგმაში კონკრეტულად იყო გაწერილი რეკლამის სრულად აკრძალვა, სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს გაყიდვის მინიმალური ზღვრის დაწესება და ა.შ. კონცეფციაში ვადებიც კი განსაზღვრული გახლდათ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

რუსუდან შელია