თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან დღის რეისები შეცვლილი გრაფიკით განხორციელდება

დღეიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

როგორც „ტავ ჯორჯიაში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სარეაბილიტაციო გეგმაში ცვლილებები არ შესულა და კომპანია საქმიანობას დილიდან შეუდგა.

,,ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეიდან ავიაკომპანიები მათთან წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი გრაფიკით იხელმძღვანელებენ.

,,ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია. რაც შეეხება უშუალოდ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო და გეგმის მიხედვით გაგრძელდება”, - აღნიშნეს ,,ტავ ჯორჯიაში.”

კომპანიის ცნობით, სამუშაოების წარმოების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დღის გარკვეულ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე საათით დაიკეტება. კერძოდ, 1-ელი მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 09:30-დან 15:00 საათამდე, ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე 10:00-20:00 საათებში დაიკეტება.

ქრისტინე გამთენაძე