იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა იარაღის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

"საბაჟო გამშვები პუნქტის, "კარწახის" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ს., რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი - 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი, 7 ცალი საბრძოლო ვაზნა და 1 ცალი იარაღის ჩასადები აღმოუჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.