ქართველი ბიზნესკლიენტები გერმანიის ერთ-ერთ ბანკში განსხვავებული საპროცენტო განაკვეთით ისარგებლებენ

"პროკრედიტ ბანკი საქართველოს" მენეჯმენტის ინფორმაციით, ბანკის ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ე.წ. "ქროსს ბორდერ ლენდინგით" ისარგებლონ.

ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, სასესხო პროდუქტებისთვის გერმანიაში მოქმედ "პროკრედიტ ბანკს" მიმართონ, სადაც საქართველოსგან განსხვავებული საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს. ბანკში აღნიშნავენ, რომ ამით მათ კლიენტებს ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური შესაძლებლობები ეხსნებათ, თუმცა გერმანული რეგულატორის ქვეშ მყოფ ბანკებს ასევე განსხვავებული მოთხოვნები აქვთ კლიენტების მიმართ. შესაბამისად, ადგილობრივ ბიზნესს გერმანიის ბანკისგან სესხის მისაღებად გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.