ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ლათინურ ამერიკაში „ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტი დიეგო ჟოდანი დააკავა.
პოლიციის განცხადებით, კომპანიამ უარი თქვა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვის.
არგენტინელ დიეგო ჟოდანს ბრალი ედება სასამართლოს მოთხოვნის იგნორირებაში. „ფეისბუქის“ ვიცე-პრეზიდენტი ამჟამად სან-პაულუს იზოლატორშია მოთავსებული.
ჟოდანის დაკავებას გამოეხმაურა „ფეისბუქი“, რომლის განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ „ფეისბუქი“ ყოველთვის იყო დ იქნება მზად უპასუხოს ბრაზილიის ხელისუფლების შეკითხვებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიაში დამნაშავეები აქტიურად იყენებენ WhatsApp-ს დანაშაულის დაგეგმვისას.
2012 წელს ბრაზილიაში, მატო გროსო დუ სოლის სასამართლომ „გუგლის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორის დაკავების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარი თქვა YouTube-დან აეღო მერობის ადგილობრივი კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული ვიდეო.