ამოქმედდა თუ არა ახალი რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმებისას?

,,ბიზნესპრესნიუსის” მკითხველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ აქტიურად დაიწყო იმ სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმება, რომლებიც ,,სითი პარკის” ტერიტორიის მიღმა იმყოფებიან.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ჯარიმა 200 ლარიანია.

"ბიზნესპრესნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კანონის შესაბამისად მოქმედებენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ხელმძღვანელობენ. შსს-ს ცნობით, არანაირი ახალი რეგულაციები არ დაწესებულა და პატრული აგრძელებს დარღვევით მდგარი ავტომობილების დაჯარიმებას.

ჯარიმა ყველა შემთხვევაში 200 ლარით არ არის განსაზღვრული, გააჩნია დარღვევას. დაჯარიმება საზოგადოებრივი წესრიგისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება,”- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქრისტინე გამთენაძე