LinkedIn-ის დირექტორმა საკუთარი პრემია 14 მილიონი დოლარი თანამშრომლებს აჩუქა
LinkedIn-ის დირექტორმა საკუთარი პრემია 14 მილიონი დოლარი თანამშრომლებს აჩუქა
4 მარტი / 2016
სოციალურ ქსელ LinkedIn-ის დირექტორმა ჯეფ ვეინერმა უარი თქვა ტოპ-მენეჯერებისთვის წლის ბოლოს განკუთვნილ საკომპენსაციო პაკეტზე და 14 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური პრემია თანამშრომლებს დაურიგა.
„ჯეფმა საკუთარი სურვილით თქვა აქციებზე უარი და საკომპენსაციო კომიტეტს თხოვნით მიმართა, მთელი თანხა - 14 მილიონი დოლარი თანამშრომლებისთვის დაერიგებინათ“, - აღნიშნა კომპანიის პრეს-მდივანმა ჰანი დარციმ.

მისივე თქმით, არსებული კრიზისის პერიოდში აღმასრულებელ დირექტორს სურს, რომ თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ნდობა არ დაკარგონ. გასულ წელს ვაინერმა წლიური კომპენსაციის სახით 13 მილიონი დოლარის პრემია მიიღო.

თებერვალში LinkedIn-ის აქციები დაახლოებით 43%-ით დაეცა, რის გამოც კომპანიამ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალიზაცია დაკარგა. სოციალური ქსელის წმინდა ზარალმა ფინანსური წლის ბოლოს კი 166 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ოქტომბერში „ტვიტერის“ აქციების ვარდნის შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ თანამშრომლებს 200 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები აჩუქა.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
არაბული კომპანია „ისრაელ ახმადოვ ინვესთმენტი“ შაორის ტბის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონისა და გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გეგმავს, რომელშიც 500 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს.
ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1474 ლარი გახდა.
კომპანია Apple-ის ხელმძღვანელის ტიმ კუკის განცხადებით, ამერიკულმა გიგანტმა შესაძლოა, ამერიკის ფარგლებს გარეთ საკუთარ საფასო პოლიტიკას გადახედოს.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი დაეცა.
2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „მალაიზიის ავიახაზების“ MH17 რეისის მგზავრთა ოჯახებმა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან “ცენტრ-პოინტისგან” დაზარალებული მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქუთაისამდე ფეხით მსვლელობის აქციას მართავენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
27.05.2016
პორტალი euroline.ge ევროკავშირის მიერ სხვადასხვა სფეროში საქართველოსთვის გაწეული დახმარების ამსახველ მორიგ ვიდეოს ავრცელებს.
სრულად
27.05.2016
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ესტონეთში, ტალინის ცენტრში, ვირუს მოედანზე მდებარე საელჩოს შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
სრულად
27.05.2016
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის
სრულად
27.05.2016
უპროცენტო განვადება - ეს ტერმინი საქართველოში რამდენიმე წელია დამკვიდრდა და მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემოთავაზებად.
სრულად
27.05.2016
25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნესკონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.05.2016
27.05.2016
USD
1
USD
2.1473
2.1473
EUR
1
EUR
2.3925
2.3925
GBP
1
GBP
3.1385
3.1385
RUB
100
RUB
3.2568
3.2568