გაიაფების შემდეგ, ოქროს ფასი ისევ მატულობს
გაიაფების შემდეგ, ოქროს ფასი ისევ მატულობს
4 მარტი / 2016
2015 წლის ბოლოს მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი საგრძნობლად დაეცა, თუმცა სულ რაღაც ორ თვეში ამ „კეთილშობილი ლითონის“ ფასი კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ოქროს საერთაშორისო ფასი უნციაზე 1233 დოლარი იყო, დღეს დილით კი მსოფლიო ბაზარზე ერთი უნცია ოქროს ფასმა 1261.70 დოლარი შეადგინა.
ოქროს ფასის ცვლილებების მიუხედავად, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოქროში ინვესტიციის ჩადება კვლავაც ყველაზე პოპულარული გზაა: ინვესტორები მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესებს უფრთხიან და ცდილობენ თავიანთი კაპიტალი ფასიან ქაღალდებში კი არა, ოქროში დააბანდონ.

რა ხდება ამ დროს ქართულ ბაზარზე? - ოქრო ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენთანაც ძვირდება: გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, 2015 წლის ივნისში 583 სინჯის ოქრო საქართველოში 46 ლარი ღირდა, 958 სინჯის - 76 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირფასი - 999 სინჯისა - 78 ლარი. „ოქროს ბირჟისა“ და „აგორა ფინანსების“ მონაცემებით, დღეს 583 სინჯის ოქრო უკვე 53-54 ლარი ღირს, 958 სინჯისა - 89 ლარი, ხოლო 999 – 93-95 ლარი.
იმას, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები გაზრდილია, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტი თამაზ გულედანიც ადასტურებს.

თამაზ გულედანი: „ოქროს ფასმა თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ ისევე მოიმატა, როგორც მთელ მსოფლიოში. ბოლო დღეებშიც, ოქროს ნაკეთობების ფასი 1,5-2 ლარით გაიზარდა. მართალია, მთელ მსოფლიოში კრიზისია და ეს ჩვენს საქმეშიც იგრძნობა, მაგრამ ვაჭრობა მაინც არის. ხალხი იხდის ქორწილებს, ნათლობებს, დაბადების დღეებს და რაღაც შემოსავალი მაინც გვაქვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 4-5 წლის წინ უფრო მეტი მყიდველი გვყავდა და ოქროს ნაწარმიც უკეთესად იყიდებოდა“.

მერი დ. უკვე 12 წელია „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობს, მისი თქმით, ოჯახებიდან გამოტანილი და შედარებით იაფად ნაყიდი ოქრო რომ არა, მუშაობა ძალიან გაუჭირდებოდა.
„კერძო პირების მიერ ჩაბარებული ოქრო ყველაზე მეტად გვშველის: როდესაც ადამიანს ფული სჭირდება, მზად არის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი სამკაულიც კი შედარებით იაფად დათმოს. ჩვენც ვეძებთ ასეთ ვარიანტს, აქაც მოდიან და გვიტოვებენ, ზოგს თანხას მაშინვე ვაძლევთ, ზოგი კი ცოტა დროს გვაძლევს და თანხა სამკაულის გაყიდვის შემდეგ მიაქვს. უფრო მეტად ძველებურ, ე.წ. რუსულ ოქროს ეტანებიან, თუმცა თანამედროვე ნაკეთობებიც
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყიდება. ჩვეულებრივ დღეებში სამკაულების რეალიზაცია გვიჭირს, მაგრამ დღესასწაულები გვშველის: 3 მარტს, დედის დღეზე პირადად მე რამდენიმე სამკაული გავყიდე, ახლა 8 მარტიც მოდის, ზოგჯერ დაბადების დღეზეც ყიდულობენ ოქროს სამკაულებს, თუმცა ოქროს ყიდვის საშუალება ყველას არა აქვს“, - აღნიშნავს მერი დ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასის ზრდას ადასტურებს „ოქროს ბირჟა.გე“-ს ადმინისტრატორი ვლადიმერ ქურდაძე.
„ყველაზე გაყიდვადი 583-585 სინჯის მაგალითზე გეტყვით: ამ სინჯის ოქრო თუ ღირდა 45 ლარი, ახლა სადღაც 8-10 ლარით გაძვირდა და 52-54 ლარი გახდა. რატომ იაფდება ან ძვირდება ოქრო - ეს ძნელი სათქმელია, რადგან მის ფასზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. სხვათა შორის, ოქროს ქართულ ბაზარზე ერთი თავისებურება შეინიშნება: თანამედროვე, ე.წ. იტალიურ ოქროს უფრო 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდები ყიდულობენ, ხოლო 50 წლის და უფრო ხანდაზმული ქალბატონები ძველებურ, რუსულ ოქროს ამჯობინებენ. საერთოდ, ოქროში განსხვავება არ უნდა იყოს, რადგან ოქრო საქართველოშიც ოქროა, იტალიაშიც და თურქეთშიც. მაგრამ თუ ოქრო შედარებით დაბალი სინჯისაა, შეიძლება სპილენძი და სხვა მინარევები ჰქონდეს შერეული. სწორედ ამ მინარევებშია განსხვავება. ამიტომ, ზოგიერთი კლიენტი ცდილობს, ძველებური ოქრო შეიძინოს“, - აღნიშნავს ვლადიმერ ქურდაძე.
რით უნდა აიხსნას, რომ გასულ წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი გაიზარდა და ოქრო ჩვენს საექსპორტო ათეულშიც შედის? ამ შეკითხვაზე ეკონომიკის ექსპერტმა ავთო სილაგაძემ გვიპასუხა.

„ჩვენს საექსპორტო ათეულში ოქროს მართლაც უკავია ადგილი, რადგან საქართველოდან ოქროს ექსპორტი ყოველთვის ხორციელდებოდა. მით უმეტეს, ახლა ამ ძვირფასი ლითონის მოპოვების მასშტაბები გაიზარდა, მაგრამ ეს ის ოქრო არ არის, რომელსაც ბაზარი მოითხოვს: ჩვენი ქვეყნიდან ოქრო ზოდების სახით გადის და უცხოეთში ამუშავებენ. ქართული ოქრო ევროპაშიც გადის და იქ საბოლოო სახეს იღებს. მართალია, საქართველო ოქროს მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, მაგრამ ის არ არის ამ ბაზრის მსხვილი მოთამაშე. საქართველოს წილი ოქროს მოპოვებაში ძალიან მცირეა, თუმცა ჩვენი ექსპორტის მასშტაბებიდან გამომდინარე, ოქრო ჩვენს საექსპორტო პროდუქციაში მაინც გარკვეულ ადგილს იკავებს. ქართული ბაზრის ფასებიც დუნედ, მაგრამ მაინც მიჰყვება ოქროს საერთაშორისო ღირებულებას“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (1)
04.03.2016
პენსიონერი
სად არის შეოსული დოლარები.სად იექანება.დაგრსად ოქრად.ღორებო.
მსგავსი სიახლეები
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნაში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებია. მისი თქმით, დადებითმა ტენდენციებმა საბოლოო ჯამში ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
ჰონგ კონგში გამართულ „კრისტის“ აუქციონზე გაყიდულმა Hermes-ის "ბირკინის" ჩანთამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
უახლოეს მომავალში დუშეთში თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბულვარის მშენებლობა იგეგმება.
ქართული წარმოების LED ტელევიზორების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო.
თვითმფრინავის ერთი საბრძოლო გაფრენა რუსეთის ბიუჯეტს უჯდება საათში 12.000 დოლარი, შვეულმფრენის საბრძოლო გაფრენა - საათში 3.000 დოლარი, საბრძოლო მასალები - 700 000 დოლარი
ბანკნოტების კოლექციონერთა საერთაშორისო ასოციაციამ (IBNS) 2015 წლის საუკეთესო ბანკნოტი დაასახელა.
Apple-ის უმსხვილესმა კონტრაქტორმა, კომპანია Foxconn-მა თანამშრომელთა რაოდენობა 111 000-დან 50 ათასმდე შეამცირა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1461 ლარი გახდა.
კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი" "მწვანე ბუდაპეშტის" დასრულების შემდეგ, უფრო მასშტაბური, 115 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროექტ "მწვანე ალმასის" მშენებლობას იწყებს.
6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
31.05.2016
2016 წლის აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 30.5 მლნ ლარით გაიზარდა და 355.3 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ”თვის მიმოხილვაში”.
სრულად
31.05.2016
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ სამიტის „ელექტროენერგიით ტრანს სასაზღვრო ვაჭრობა“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სრულად
31.05.2016
ფოთში ტურიზმის კულტურისა და დასვენების პარკში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.
სრულად
31.05.2016
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი მომავალ წელს საქართველო იქნება.
სრულად
31.05.2016
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნაში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებია. მისი თქმით, დადებითმა ტენდენციებმა საბოლოო ჯამში ასახვა უნდა ჰპოვოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
31.05.2016
01.06.2016
USD
1
USD
2.1472
2.1455
EUR
1
EUR
2.3913
2.3929
GBP
1
GBP
3.1362
3.1391
RUB
100
RUB
3.2507
3.2544