მიკროსაფინანსოების შემდეგ მევახშეების ჯერი დადგება
მიკროსაფინანსოების შემდეგ მევახშეების ჯერი დადგება
5 მარტი / 2016
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას კანონმდებლობა დაარეგულირებს. ამის შესახებ გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება.

რეზონანსის” ინფორმაციით, ცვლილება, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთების მოცულობაზე აისახება. სპეციალისტების ვარაუდით, მიკროსაფინანსოებს არ ექნებათ ზემოგების შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რეგულაციები კერძო მსესხებლებსაც დაუწესდეთ.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მსოფლიოში ყველგან რეგულირების ჩარჩოებში არიან მოქცეულნი. ჩვენთან მარეგულირებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ლიცენზირებას ახდენს. რუსეთს შემოაქვს ძალიან კარგი რეგულაციები. კარგი მაგალითი გადამდები უნდა იყოს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კერძოდ, თუ მსესხებლის მიერ ნასესხებ თანხაზე დარიცხული ჯარიმა ძირითადი თანხის ოთხმაგ ოდენობას შეადგენს, სესხზე ყოველგვარი დარიცხვა უქმდება და საპროცენტო წლიური განაკვერთი არა უმეტეს 36-40%-ით განისაზღვრება”, - აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ”რეზონანსთან” საუბრისას და დასძენს, რომ მიკროსაფინანსოების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის უფლებაც და ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს.

მისივე თქმით, სპეციალური სტატუსის ქვეშ უნდა მოექცნენ ონლაინ გამსესხებლებიც, ხოლო მევახშეების საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდეს ან აიკრძალოს:

”სამწუხაროდ, წვრილი გამსესხებლების მეშვეობით ხელს ითბობენ კომერციული ბანკებიც, რადგან სწორედ ისინი ამარაგებენ ფულით ამ სექტორს. მართალია, ეს არ აისახება ბანკების ანგარიშგებაში, მაგრამ ონლაინ გამსესხებლებს ფინანსურ რესურსზე წვდომას უადვილებს. თუკი კანონმდებლობა ამოქმედდება, ზემაღალი სამევახშეო საპროცენტო განაკვეთი აღიკვეთება და ფული გახდება სიკეთის მომტანი და არა გამღარიბებლი მოსახლეობისთვის. წვრილი გამსესხებლებიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად. სპეციალური სტატუსის ქვეშ მოექცნენ ონლაინ გამსესხებლებიც, ხოლო მევახშეების საქმიანობა ან აიკრძალოს, ან მკაცრად გაკონტროლდეს”, - აცხადებს ლია ელიავა.

გაზეთი ”რეზონანსის” ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ქვეყანაში 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და მათი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მოწმდება.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი თვის ბოლომდე განიხილავს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის თქმით, პროექტში მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება საუბარი”, - წერს ”რეზონანსი”.

გაზეთი "რეზონანსი"
კომენტარები (9)
07.03.2016
ირმა
სანამ ისესხებენ ხელში გაკვდებიან,კოშკებს გპირდებიან,მერე გადახდა არ უნდათ და მევახშემ დაგვღუპაო იძახიან!სჯობია პირდაპირ სთქვან გვაჩუქეთო.ვინმემ დააძალათ ფულის სესხება!!!ვერ იხდი ,გაყიდე უძრავი ქონება,ვალსაც გადაიხდი და ფულიც დაგრჩება,ვინ შეგარჩენს სხვის ფულს გიფიქრიათ? თქვენ აჩუქებდით ვინმეს რამეს???
06.03.2016
ლექსოს რაგაც უაზრობები რო დატსერა
ლექსო იცი თუ არა რო მევახშე ერთერთი დიდი ცოდვააა კაცის მკვლელს უტოლდება და შენ ტსარმოიდგინე რამდენია ეს ონლაინ სესხებში მომუშავე ხალხი რამხელა ცოდვაშია ერი ეს ერით. მეორე კი ეტყობა შენ იქ მუშაობ და იმიტომაც საუბრობ ეგრე . მესამე რაც ეს ონლაინ სესხები შEმოვიდა საქართველოში უპრო გაგარიბდა ერი და ერთერთი მიზეზი ლარის გაუპასურების ესააა.
მსგავსი სიახლეები
2016 წელს მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის ზრდა იქნება ყველაზე ნელი 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ.
თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციიდან (MIT) 87 თანამშრომელი დაითხოვეს, 52-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დღეს ორგანიზაცია ”მოქალაქეს” მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შრომითი ინსპექციის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
ტურიზმსა და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს
2016 წლის იანვარ-აგვისტოში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ლუქსემბურგში გადასახადების გადაუხდელობის გამო, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „მაკდონალდსი“ შესაძლოა, 500 მილიონი დოლარით დაჯარიმდეს.
წლის დასაწყისიდან ევროპაში 300 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ასეთია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი მონაცემები.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციის წესში ცვლილებები განახორციელა
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.09.2016
საკმაოდ დიდი ხანია რაც სოციალურ ქსელში ”გელას დღიურები” გამოჩნდა
სრულად
28.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
სრულად
28.09.2016
თბილისში შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისიდან ვერტიკალური პარკინგები გამოჩნდეს.
სრულად
28.09.2016
კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. "ბასლეინები" დაიხაზა
სრულად
28.09.2016
პირველი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.09.2016
29.09.2016
USD
1
USD
2.3276
2.3286
EUR
1
EUR
2.6174
2.6113
GBP
1
GBP
3.0163
3.0283
RUB
100
RUB
3.6478
3.6481