ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში
5 მარტი / 2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლიდან ამოქმედდება. როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კახა სოხაძემ განაცხადა, ეს ნორმატიული აქტი აბსოლუტურად ცივილიზებული და საჭირო დოკუმენტია, რომელიც ხორცის სამომხმარებლო ბაზარს მოაწესრიგებს:

”ეს ნორმატიული აქტი შეეხება ხორცის ეტიკეტირებას.
მოგეხსენებათ, DCFTA-ის ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში ხდება ამ ნორმატიული აქტების მიღება. ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული და საჭირო დოკუმენტი, რომელიც ხორცის სამომხმარებლო ბაზარს მოაწესრიგებს, ცხოველთა სასაკლაოდან საბოლოო მომხმარებლამდე”, - აღნიშნავს კახა სოხაძე და დასძენს, რომ როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესოპერატორებისთვის ეტიკეტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, ეტიკეტირება სასაკლაოდანვე განხორციელდება: ”სასაკლაოდანვე მოხდება ტანხორცების, მეოთხედი ტანხორცების ეტიკეტირება. განთავსებული იქნება ინფორმაცია დაკვლის თარიღის შესახებ, ბიზნესოპერატორის შესახებ, ვინც განახორციელა დაკვლა, ვარგისიანობის ვადის შესახებ, ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ცხოველის ჯანმრთელობასთან”.

კახა სოხაძის თქმით, ბიზნესოპერატორისთვის აღნიშნული ინფორმაციის ეტიკეტზე განთავსება ერთგვარი დამცავი მექანიზმია. ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბევრი მათგანი უკვე ახორციელებს ეტიკეტირებას.

სავალდებულო ეტიკეტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო დაარეგულირებს.

თამარ კორკოტაშვილი
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ  თბილისში, კაიროს 34-ში  მდებარე 1259.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №01.19.21.002.328).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N8-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ 150 ათას ლარად საინვესტიციო პირობებით შპს „ნითას“ საკუთრებაში გადასცა.
კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ ქალაქ ვანში 60 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის (2015 წლის 1 ნოემბრიდან - 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდი) ანგარიშს აქვეყნებს.
ექსპორტის ხელშეწყობისთვის სპეციალური სააგენტოს პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
გარდაბანში, სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ  71 ოჯახს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცემს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო.
სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში არსებული შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის 100%-იან წილსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.06.2016
2015-2016 წლებში, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნარჩენის მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევა დასრულდა.
სრულად
28.06.2016
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავის #24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლა რესტორანში საკონდიტროდან შეტანილმა ტკბილეულმა გამოიწვია.
სრულად
28.06.2016
სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს მიმართვა დააკმაყოფილა და სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებით "კორპორაცია ფოთის პორტის" გადაწყვეტილება შეაჩერა.
სრულად
28.06.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3709 ლარი გახდა.
სრულად
28.06.2016
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.06.2016
29.06.2016
USD
1
USD
2.3436
2.3709
EUR
1
EUR
2.5850
2.6289
GBP
1
GBP
3.1046
3.1597
RUB
100
RUB
3.6087
3.6653