რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი
რა საფრთხეს შეიცავს მეორადი ტანსაცმელი
7 მარტი / 2016
აფრიკის ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან შემოტანილ მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. თუმცა, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები მსგავსი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბურუნდი, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა აპირებს. ისინი აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობაში შედიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივაა მეორადი ტანსაცმლის იმპორტის აკრძალვა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.

ამის ერთ-ერთი მიზეზი სხვადასხვა დაავადებებია, რომლებიც აღნიშნული ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სწორედ მეორადი ტანსაცმლით გადადის.

გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, იგი წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად დახალოებით 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.

ეპიდემიოლოგები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დაცულია მეორადი სამოსის შემოტანის მხრივ ჩვენი ქვეყანა, არ აქვთ. ეპიდემიოლოგები საჭირო და აუცილებელ ფაქტორად უცხოეთიდან შემოტანილი მეორადი სამოსის მკაცრ შემოწმებას თვლიან.

ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე "მთელ კვირასთან" საუბარში განმარტავს, რომ როდესაც საქართველოში მეორადი სამოსის პირველი ნაკადი შემოვიდა, მაშინ ეპიდემიოლოგებმა თავად ჩაატარეს სამოსზე არსებულ ბაქტერიებზე კონტროლი. ხაჭაპურიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მეორადი სამოსის უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია უცხოეთიდან შემოტანილი სამოსი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

"თავიდან, როდესაც ხდებოდა მეორადი სამოსის შემოტანა, ვგულისხმობ პირველ ნაკადს დაახლოებით 10 წლის წინ, მას მოჰყვებოდა ლიცენზა, რომ ეს სამოსი მიკრობულ-ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენდა. ეპიდემიოლოგებმა დავაყენეთ საკითხი, რომ მომხდარიყო მეორადი სამოსის სანიტარული შემოწმება. ბოლოს კი ასეთი რამ გავაკეთეთ - მეორადი ტანსაცმლის იმ პარტიებს, რომელიც ჩამოდიოდა უცხოეთიდან, მასზე არსებულ მიკრობებს ჩვენ თვითონ ვამოწმებდით. დაახლოებით 10-12 სინჯი ავიღეთ.

"მაშინ საგანგაშო ვერაფერი აღმოვაჩინეთ, რადგან მეორადი ტანსაცმელი ქიმიური საშუალებებით იყო დამუშავებული. ერთადერთი რაც გამოიკვეთა, ეს ალერგიული რეაქციები იყო, რასაც დასამუშავებელი ქიმიური ნივთიერება იწვევს.

"დღეს ამ ყველაფერზე კონტოლი ხდება თუ არა, ეს არავინ იცის. არ ის ვიცით, რამდენად საშიშია
You must have Flash Player installed in order to see this player.
დღეს მეორადი სამოსის მოხმარება. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც შემოტანილ მეორად სამოსზე შესაბამისობის სერთიფიკატს მონიტორინგს გაუკეთებს და კონტროლს დააწესებს.

"სტატისტიკა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შესახებ სახელმწიფოს ჩვენგან ყოველთვის მიეწოდება, თუმცა, მეორადი სამოსით ინფექციური დაავადებით დაინფიცირებული ადამიანის შესახებ შეტყობინება არ შედის, კონკრეტულად ამ მონაცემს სახელმწიფო არ ითხოვს. რაიმე პრაქტიკული დაინფიცირების შემთხვევა რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად გეტყოდით და სახელმწიფოს მხრიდან მაღალი დაინტერესება ექნებოდა", - განმარტა ეპიდემიოლოგმა.

თსსუ-ს ექიმი-ჰიგიენისტი და ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ის სამსაური, რომელიც მეორადი სამოსის უსაფრთხოებას კონტროლს გაუწევს. ჰიგიენისტის თქმით, მეორადი სამოსის ქიმიურად დაუმუშავებლობის შემთხვევაში, მრავალ ვირუსულ პროცესთან და დაავადებებთან გვექნება საქმე.

"მეორადი ტანსაცმელი საშიშროებას იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ იგი სანიტარულად არ არის დამუშავებული. თუ მეორადი სამოსი არ არის ქიმიური მეთოდებით სრული წესების დაცვით დამუშავებული, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამწვავდეს ბაქტერიული და ვირუსული პროცესები: მალარიის (ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით), შავი ჭირის (მწვავე ინფექციური დაავადება), ნილოსის ცხელების (თავის ტკივილი და ტემპერატურის მატება), ტულარემიის (მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით) ქუ ცხელების (ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია კოქსიელა ბრუნეტით) დაავადებები.

"აქ მეორე ფაქტორიც იჩენს თავს - შესაძლოა, სამოსი ქიმიურად იმდენად მკვეთრად იყოს დამუშავებული, რომ აუცილებელია სახლში მიტანისთანავე ერთი დღე-ღამის განმავლობაში განიავება, რათა ის ქიმიური ნარჩენი მოწამვლის მიზეზი არ გახდეს.

"მათ საყურადღებოდ, ვინც მეორადი სამოსის გამყიდველებად მუშაობენ - დახურული სივრცის განიავება აუცილებელია. მეორად სამოსზე კონტროლი კი აუცილებლად უნდა იყოს დაწესებული, რასაც სამწუხაროდ, არავინ აკეთებს. ქვეყანაში არ გვყავს ის ორგანო, ის სახელმწიფო სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს კონტროლს გაუწევს", - განმარტა ჰიგიენისტმა.

ერთ-ერთი დერმატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მეორადი სამოსით ადამიანს შესაძლოა კანის პრობლემა შეექმნას.

"მეორადი სამოსი კანის ქავილთან ერთად ბევრ დაავადებას იწვევს, მათ შორის დერმატიტებსა და სოკოვან (საფუარა) დაავადებებს. გარდა სოკოვანი დაავადებებისა, შესაძლოა სტაფილოკოკის გამომწვევიც კი გახდეს. მეორად ტანსაცმელსაც გააჩნია - რომელი ქვეყნიდან შემოდის და როგორი ქიმიური პროცედურებია მასზე ჩატარებული", - განმარტა კლინიკის ხელმძღვანელმა.

ეპიდემიოლოგი რუსუდან ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ მეორად სამოსს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის ფეხის სოკოს გადატანაც. ხოლო დეზინფექციისთვის საჭირო ქიმიურ საშუალებას კი ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

"მეორადმა სამოსმა შესაძლოა გადაიტანოს მუნი (ბღერი - გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. ახასიათებს ინტენსიური ქავილი), პედიკულოზი (დატილიანება, არის ადამიანის სხეულზე წვრილი სისხლისმწოველი მწერი).

"საშიშროება დეტალებშია - გააჩნია ტრანსპორტირებას, სად აბარებენ, როგორ აფასოებენ. შესაძლოა, სუფთად იყოს მეორადი სამოსი ჩაბარებული, თუმცა მას რა გზა აქვს გავლილი - ეს არავინ იცის.

"ქიმიკატი ალერგიას იწვევს. ამიტომ თუ ადამიანი მეორად სამოსს იყენებს, ვურჩევ, რომ გაურეცხავი სამოსი არ ჩაიცვან. ეს გამაღიზიანებელია და კანს ვნებს. მეორადი ფეხსაცმლის შემთხვევაში კი სოკოვანი დაავადებების დიდი რისკია", - განმარტა ხაჭაპურიძემ.

ლიკა გურაბანიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (9)
28.03.2016
ABC
ყველა ამ მეორადს უდისიმ ქიმიის სუნი,რითაც ამუშავებენ. მაგრამ მე მაინც მეშინია ხოლმე, ბავშვებისთვის მით უმეტეს :( ხან მაგალითას ვაიკიკის ფასდაჯლებაზე საკმაიდ იაფად აქვს და ამით გავდივართ...
08.03.2016
სალომე
ბევრ ოჯახმა ხელი რომ მოიტბო,რის ხარჯზე მერე.ერი ისედაც დაკნინებულია და სამოსელიდანგა აკლია ერს მორიელები,მკბენარები და ატასობიტ დაავადებები.ანდა რად უნდა ასეტი ფული ოჯახსჰი რომ სჰეაქვს და ფულტან ერტად ასეტი სჰემზარავი დაავადებები?
მსგავსი სიახლეები
"სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არსებულ თუ სხვა მისამართზე შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედების პირველ ფაზას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსიში” გაეცნო.
მსოფლიოში განთქმულ ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალური კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვთ.
"მაიკროსოფტის" დაფუძნებლის ბილ გეითსის საინვესტიციო ფონდმა მულტიმილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა ავსტრალიურ ბიოტექნოლოგიურ სტარტაპში.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით, შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ელექტრონული რეცეპტების სისტემაში ჩართვის პროცედურებს განმარტავს.
ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება.
ევროპაში აპრობირებული მოდელი ”საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის განსაზღვრა“ საუკეთესო გამოსავალია
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.08.2016
”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით მის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
სრულად
30.08.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
სრულად
30.08.2016
რიყის პარკის ტერიტორიაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გარემოვაჭრეებმა მჯდომარე აქცია გამართეს.
სრულად
30.08.2016
ამერიკული კორპორაცია Apple ევროკომისიამ 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ირლანდიის ხელისუფლების სასარგებლოდ.
სრულად
30.08.2016
დიდუბის რაიონში 12 მოსასვენებელ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.08.2016
31.08.2016
USD
1
USD
2.2914
2.3056
EUR
1
EUR
2.5625
2.5763
GBP
1
GBP
2.9976
3.0194
RUB
100
RUB
3.5225
3.5537