ბანკნოტები უჩვეულო დიზაინით, რომლებსაც დასახარჯად ვერ გაიმეტებთ
ბანკნოტები უჩვეულო დიზაინით, რომლებსაც დასახარჯად ვერ გაიმეტებთ
9 მარტი / 2016
ქაღალდის ფული 1000 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდა. მას მერე სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები სულ უფრო ემსგავსებოდა ერთმანეთს, მაგრამ ხანდახან დღემდე ჩნდება კუპიურები, რომლებიც გვაოცებს.

გერმანული ნოტგელდი ვირებით და ეშმაკებით

პირველი სამამულო ომის დროს და შემდეგ გერმანიას გადასახურდავებლად ფული არ ჰყოფნიდა, მერე კი ჰიპერინფლაცია დაიწყო. ამიტომ, რეიხსბანკმა დაუშვა რეგიონული ვალუტა - ნოტგელდი, ”იძულებითი ფული”. იგი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა, მაგრამ ყველაზე დიდი ბრუნვა მაინც გერმანიაში იყო. გერმანულ ნოტგელდს ადგილობრივი ხელისუფლება და ზოგიერთი მეწარმე უშვებდა, მას ქაღალდისგან, ფაიფურისგან და დაპრესილი ნახშირისგან ამზადებდნენ. კუპიურებზე ვირები და ეშმაკები იყო გამოსახული. ბანკნოტები ბრუნვიდან თანდათან ამოიღეს 1923-1924 წლებში, როდესაც ხელისუფლებამ მარკა და რეიხსმარკა შემოიღო.

შვეიცარული ფრანკი ხელოვნების მუშაკთა პორტრეტების გამოსახულებით

1990-იანი წლების მეორე ნახევარში შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა კუპიურები შეცვალა - ისინი ვერტიკალური გახდა. ბანკნოტების ერთ მხარეს არქიტექტორ ლე კორბიუზეს, კომპოზიტორ ართურ ონეგერის, მხატვარ სოფი ტოიბერ-არპის, სკულპტორ ალბერტო ჯაკომეტის, მწერალ შარლ ფერდინანდ რამიუსა და კულტუროლოგ იაკობ ბურკჰარდის პორტრეტები იყო გამოსახული, მეორე მხარეს კი - მათი ბიოგრაფია.

სამოური ტალა მხიარული ფერებით

2008 წელს პაწაწინა სახელმწიფო ტალამ ახალი ბანკნოტები გამოუშვა. მათზე პეიზაჟები, ბავშვები, რაგბის ნაკრები, ცენტრობანკის შენობა, ტაძარი და ბელადი მალიეტოა ტანუმაფილი ll იყო გამოსახული. მაგრამ ყველაზე საინტერესო ბანკნოტის ფერებია: ატმისფერი, მკვეთრი ყვითელი, იასამნისფერი, ფირუზისფერი... მოკლედ, უდარდელი მხარის მხიარული ფერები.

ფუნტი, რომელიც ლონდონის მხოლოდ ერთ უბანში მოქმედებს

ბრიკსტონული ფუნტი ლონდონის მხოლოდ ერთ უბანში არის ბრუნვაში. ადგილობრივმა ენთუზიასტებმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვეს ბანკნოტები, რათა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, მხარი დაეჭირათ ეკონომიკისთვის. მთავრობამ ეს იდეა მოიწონა. კუპიურებზე გამოსახულია მუსიკოსი დევიდ ბოუი, აქტივისტი ოლივ მორისი, მეცნიერი ჯეიმს ლავლოკი, კალათბურთელი ლუოლ დენგი და სხვა ცნობილი თანამემამულე. ბრიქსტონული ფუნტი ფუნტ სტერლინგს უტოლდება კურსით, მაგრამ კოლექციონერებისთვის იგი უფრო ძვირი ღირს. მაგალითად, 10 ფუნტიანი დევიდ ბოუის გამოსახულებით 15,7-21,5 ფუნტი სტერლინგი ღირს, საფოსტო ხარჯების ჩათვლით.

ზიმბაბვური 100 ტრილიონი დოლარი

ზიმბაბვეს 35-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ინფლაციამ პირველივე წელს უკვე 10% შეადგინა, 2008 წლის მეორე ნახევარში კი მისი რიცხვი 23 ციფრს ითვლიდა. ფასები სწრაფი ტემპით იზრდებოდა იმის გამო, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხელისუფლებამ ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრა გარდა იმისა, რომ არაფრით უზრუნველყოფილი ბანკნოტები გამოუშვა. ამიტომ, ზიმბაბვეში  მილიარდი და ტრილიარდი დოლარიანი კუპიურები შემოვიდა ბრუნვაში.

ყაზახური ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ტენგე

კოლექციონერთა ასოციაცია The International Bank Note Society (IBNS) 3 წლის განმავლობაში საუკეთესო კუპიურად ყაზახურ ტენგეს ირჩევდა. ერთი მხრიდან, ბანკნოტები ნომინალით 1000, 5000 და 10000 ტენგე, უნდა დაიჭირო ვერტიკალურად, როგორც შვეიცარული ფრანკი, მეორე მხრიდან - ჰორიზონტალურად. მათზე ყაზახელის მონუმენტი და მტრედებია გამოსახული, ასევე, პრეზიდენტის სასახლე, ყაზახეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი, პეიზაჟები. ყველაფერ ამას მკვეთრი წითელი, ყვითელი და იასამნისფერი ფერები გადმოსცემს.

მაღალტექნოლოგიური კანადური დოლარი

2011-2013 წლებში კანადის ბანკმა პოლიპროპილენისა და პოლიოლეფინისგან დამზადებული ბანკნოტების სერია გამოუშვა. ახალი დოლარები პირველი პოლიმერული კუპიურები არ ყოფილა მსოფლიოში, მაგრამ მაღალტექნოლოგიურ ფორმას წარმატებით გაუსვეს ხაზი მაკეტებში - სერია ”ფრონტირი” კანადური პროგრესის ისტორიად იქცა. ერთ მხარეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ ll არიან გამოსახულნი, მეორე მხარეს კი - ტრანსკონტინენტალური რკინიგზა, ჯარისკაცების მემორიალი, ლაბორატორია ყინულმჭრელი ”ამუნდსენი”.

ნორვეგიული პიქსელური კრონა

2014 წლის გაზაფხულზე ნორვეგიის ბანკმა კონკურსი გამოაცხადა ახალი კუპიურის დიზაინზე. თემად ზღვა იქნა არჩეული. ფინალურ რაუნდში სტუდია Enzo Finger-მა გაიმარჯვა ფერადი მაკეტებით. ერთ მხარეს შუქურა, დრაკარი და ტალღა იქნება გამოსახული, მეორე კი ”პიქსელური” იქნება, აბსტრაქტული ნახატებით. ახალ კრონებს 2017 წლისთვის დაბეჭდავენ, მათი დიზაინი დამცავი ელემენტების გამო, შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს.

დოლარები - ვარიაცია თემაზე

მეორე მსოფლიო ომის დროს, იმის შიშით, რომ იაპონია ჰავაის ოკუპაციას მოახდენს, აშშ-მა გადაწყვიტა გამოეშვა ბანკნოტები ნომინალით 1$, 5$, 10$ და 20$, სიტყვით ”ჰავაი” ორივე მხარეზე, რათა განესხვავებინათ თავიანთი კუპიურები მტრის შესაძლო ყალბი კუპიურებისგან.

ამჟამად, ყველაზე მსხვილი ნომინალი გახლავთ 100, თუმცა იყო დრო, როდესაც დოლარი გაცილებით დიდი ნომინალებით გამოდიოდა - 200, 500, 1000 და 1 000 000-იანიც კი. ამ უკანასკნელს მხოლოდ სუვენირის სახით გამოსცემდნენ. მაგალითად, 1988 წელს მილიონიანი ბანკნოტი გამოუშვეს როგორც მილიონერთა საერთაშორისო კლუბის საწევრო ბილეთი.

უნგრული მილიარდი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნომინალის მქონე ბანკნოტი 1946 წელს უნგრეთში გამოუშვეს ომის შემდგომი ინფლაციისა და დენომინაციის დროს. ბანკნოტის ნომინალი სიქსტილიონ პენგეს (უნგრეთის იმდროინდელი ვალუტა) უდრიდა, ანუ, მილიარდ ტრილიონს (1-ს მერე 21 ნული).
იხილეთ ფოტოგალერეა

დუდანა ზაქარაია

კომენტარები (1)
09.03.2016
წერე ქართულად!
ფოტოგალერიაში, ბოლო ბანკომატზე (ნორვეგიული 100 კრონა) საქართველოს ძველი დროშა ისახება :))
მსგავსი სიახლეები
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ქვეყანაში ლარი უფასურდება. 22 სექტემბრიდან დღემდე, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა.
ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებმა გასულ წელს 2 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა.
მსოფლიოს მასშტაბით საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადახდების მოცულობა მიმდინარე წელს ნაღდი ფულით გადახდებს გადააჭარბებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მლრდ ლარი შეადგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
30.09.2016
ამსტერდამის მუზეუმიდან 2002 წელს გაუჩინარებული ვინსენტ ვან გოგის ნახატები იტალიაში აღმოაჩინეს.
სრულად
30.09.2016
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.
სრულად
30.09.2016
ნავთობის ფასი 5%-ზე მეტით მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ოპეკის" წევრი ქვეყნები შავი ოქროს მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
სრულად
30.09.2016
ხელვაჩაურში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით ექვს სოფელში განვითარდა, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილს და არც ქვეითად მოსიარულეებს არ შექმნია
სრულად
30.09.2016
ბათუმი ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას მასპინძლობს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
30.09.2016
01.10.2016
USD
1
USD
2.3297
2.3297
EUR
1
EUR
2.6132
2.6037
GBP
1
GBP
3.0284
3.0226
RUB
100
RUB
3.6850
3.6790