მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილები
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილები
8 მარტი / 2016
ყვავილების თაიგული ერთ-ერთ ძვირად ღირებულ საჩუქარს წარმოადგენს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თაიგული იშვიათი და განსაკუთრებული ყვავილებისგან შედგება. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილების რეიტინგს:

1. ლიზიანტუსი (ერთი კონა 10-35 დოლარი) - ეს ყვავილი ხარობს როგორც სახლში, ასევე ეზოშიც. იგი 60 სანტიმეტრამდე იზრდება. ეს ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან დაკრეფის შემდეგ რამდენიმე კვირა არ ჭკნება.
2. მინდვრის შროშანი (ერთი კონა 15-50 დოლარი) - იგი გამოირჩევა სურნელით და ყვავის გვიან გაზაფხულზე. შროშანის ყვავილობა მხოლოდ რამდენიმე კვირას გრძელდება.
3. ჰორტენზია (ერთი კონა 6.5 დოლარი) - ეს ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და დაკრეფის შემდეგ დიდხანს ცოცხლობს. ეს ექსტრავაგანტული ყვავილი ზაფხულში ყვავის. ჰორტენზია შეიძლება იყოს ლურჯი, ვარდისფერი, მეწამული და იისფერი.
4. გლორიოსა (ერთი ცალი 6-10 დოლარი) - ეს ყვავილი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკაში ხარობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია, ვინაიდან იშვიათი და უნიკალურია.
5. ტიტა (ერთი კონა 9 დოლარზე მეტი ღირს) - იგი ფერებითა და ფორმით გამოირჩევა. შემოდგომაზე ირგვება და გაზაფხულზე ყვავის. მე-17 საუკუნეში იგი 5 700 დოლარად იყიდებოდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
„ტიტების მანიის“ პერიოდში, როდესაც ბაზრის მონაწილეები მზად იყვნენ ამ ყვავილში აბსურდულად მაღალი ფასები გადაეხადათ.
6. ზაფრანა (დაახლოებით ნახევარი კილო 1 500 დოლარი ღირს) - იგი ერთ-ერთ უნიკალურ ყვავილს წარმოადგენს. მას ხმელთაშუაზღვის რეგიონსა და აზიაში არაერთი კერძის სანელებლადაც იყენებენ.
7. ორქიდეა Gold of Kinabalu Orchid (ერთი ცალი 5000 დოლარი ღირს) - იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ყვავილია, რაც კი ოდესმე გაყიდულა. იგი მხოლოდ მალაიზიის ეროვნულ პარკშია. ეს ყვავილი ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა. მისი ზრდის პროცესი დიდხანს გრძელდება. იგი აპრილიდან მაისში იზრდება და შესაძლოა, რამდენიმე წელიწადის შემდეგ აყვავდეს.
8. ორქიდეა Shenzhen Nongke Orchid (200 000 დოლარი) - ეს კიდევ ერთი სახეობის ორქიდეაა, რომელიც ადამიანმა შექმნა ცდის საფუძველზე. მკვლევარები რვა წელი მუშაობდნენ ამ სახეობის ორქიდეის გამოყვანაზე. მის გაზრდას და აყვავებას 4-5 წელი სჭირდება და სილამაზესთან ერთად გამოირჩევა დელიკატური გემოთიც. ალბათ, ვერავის წარმოუდგენია, რომ ეს ყვავილი 200 000 დოლარი შეიძლება ღირდეს.
9. „ჯულიეტას ვარდი“ (15,8 მილიონი) - ამ ყვავილის დებიუტი 2006 წელს ჩელსის ყვავილების გამოფენაზე შედგა. მისმა სილამაზემ და ელეგანტურობამ მოგვიანებით მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ სახეობის ვარდი 15 წლის განმავლობაში იქმნებოდა.
10. Kadupul Flower - ეს ყვავილი შეუფასებელია. ეს კაქტუსის ერთ-ერთი სახეობაა. იგი ძირითადად ყვავის შრი-ლანკაში ტროპიკული ტყეებში და გამოიყენება ბაღების მორთვისთვის. ამ ყვავილის ყიდვა არავის შეუძლია დედამიწაზე, ვინაიდან იგი შეუფასებელია.
იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით.
აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსის რეალიზების პროგრამა წარადგინა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თხილზე ფასის ვარდნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ქართული თხილი გაძვირდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ყურძენზე ფასის წარმოქმნაში სახელმწიფო არ ჩაერევა.
2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,5% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,5 პროცენტი შეადგინა.
წელს კახეთში ყურძნის არნახულ მოსავალს ელიან. 180 ათასი ტონა - ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პროგნოზი.
ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს დედაქალაქში არსებულ ღია თუ დახურულ საცურაო აუზებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის.
"საფერავის" ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, "რქაწითელზე" კი - 45 თეთრი იქნება
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2789 ლარი გახდა.
სრულად
23.08.2016
შემცირებული ტურისტების გამო პარიზმა 750 მილიონი ევრო იზარალა
სრულად
23.08.2016
გორში 2016 წელს 305 საგზაო ნიშანი დამონტაჟდება.
სრულად
23.08.2016
ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი დაიხარჯება.
სრულად
23.08.2016
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.08.2016
24.08.2016
USD
1
USD
2.2788
2.2789
EUR
1
EUR
2.5739
2.5824
GBP
1
GBP
2.9836
3.0038
RUB
100
RUB
3.5383
3.5175