ლარის სწრაფი გამყარება დაიწყო?!
ლარის სწრაფი გამყარება დაიწყო?!
10 მარტი / 2016
უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორული კურსი გვექნება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რამდენიმე დღეა "ბლუმბერგის" ელექტრონულ პლატფორმაზე ეროვნულ ვალუტას გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული, გუშინ კი ნახტომისებურად დაიწყო გამყარება. ვაჭრობის მიმდინარეობისას კურსი 2,4620-დან 2,4225-მდე ჩამოვიდა. არის თუ არა ეს დიდი გამყარების დასაწყისი?

დანამდვილებით ძნელია თქმა, რა ელოდება ლარს სამომავლოდ და როგორი კურსი გვექნება უახლოეს პერიოდში, მაგრამ სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ დღევანდელი ტენდენცია არჩევნებამდე შენარჩუნდება. ფაქტია, რომ ინვესტიციების გააქტიურებამ და ლარზე სპეკულაციური წნეხის მოხსნამ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, ხოლო შემდეგ მის გამყარებას შეუწყო ხელი.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "რეზონანსთან" ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ ლარი მალე გამყარებას დაიწყებდა და როგორც ჩანს, ეს დრო უკვე დადგა.

ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ დევალვაციის პერიოდი ლარმა ჩამოიტოვა და დოლართან მიმართებაში დისბალანსი აღმოფხვრილია. ახლა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად რჩება არსებული ტენდენციის შენარჩუნება. ეს კი, საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რა პოლიტიკას გაატარებს სებ-ის მომავალი პრეზიდენტი და რამდენად შეძლებს იგი ეროვნული ვალუტის დაცვას?

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი საუბრობს რამდენიმე რეალურ მიზეზზე, რამაც კურსზე არსებითი გავლენა მოახდინა.

"ბოლო პერიოდში ვალუტის გადინების მასშტაბები შემცირდა, რაც საგარეო ვალდებულებების დაფარვის თვალსაზრისით ხდებოდა. ამ პერიოდში დიდი ფულადი ნაკადი აღარ გადის ქვეყნის გარეთ. პირიქით, ადგილი ჰქონდა ინვესტიციის შემოსვლას ენერგეტიკის სექტორში. გარდა ამისა, ბანკები ჩვეულ ჰიპერაქტიურობას აღარ იჩენენ და ამ ყველაფერმა ერთად ლარის გამყარება უზრუნველყო. ფაქტობრივად, ეს იყო მიზეზი, რამაც ლარსა და დოლარს შორის დისბალანსი აღმოფხვრა.

ბანკები მოუთმენლად ელიან, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი და რა ორიენტირს დაუსახავს მათ. საგულისხმოა ახალი მონეტარული პოლიტიკაც. ჯერ არავინ იცის, გამკაცრდება თუ არა იგი. ამ მხრივ კობა გვენეტაძის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, ბანკებს არ უნდათ, თვალში შეეჩხირონ სებ-ის საბჭოს ახალ წევრს, სანამ თამაშის წესები ხელახლა არ დადგინდება. ამიტომ კომერციული ბანკები ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან", - განმარტავს ხომიზურაშვილი.

მისი ვარაუდით, გამყარების ტენდენცია მინიმუმ არჩევნებამდე შენარჩუნდება. "მცირე თანხის მოძრაობაც კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ჯერჯერობით ვერ ვივარაუდებთ, რომ ეს დიდი გამყარების დასაწყისია, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით, ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება არჩევნებამდე მაინც. ამ პერიოდში, როგორც
You must have Flash Player installed in order to see this player.
წესი, იწყება თანხების ხარჯვა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

არჩევნების იქით პროგნოზის გაკეთება კი მიჭირს. მთლად დარწმუნებული არ ვარ, ოქტომბრის შემდეგ ლარი მნიშვნელოვან გამყარებას თუ გააგრძელებს. ეროვნულ ვალუტას ამ ეტაპზე ჯერ არაფერი ეტყობა, რომ სამომავლოდ გაუფასურდება ან პირიქით, სწრაფი ტემპით დაიწყებს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას", - დასძენს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე დარწმუნებულია, რომ დევალვაციის საფრთხემ ჩაიარა და უახლოეს ორ თვეში ლარის გამყარებას ტენდენციის სახე მიეცემა.

"ლარის გამყარება დაიწყო და ეს პროცესი ემთხვევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის პერიოდს. გიორგი ქადაგიძესთან უამრავი შეკითხვა დაგროვდა და მან ყველას სათითაოდ უნდა გასცეს პასუხი: პირველ რიგში, თუ რატომ გაუფასურდა ლარი და რა გარიგებაში იყო იგი კომერციულ ბანკებთან? მისი დაუდევრობით უამრავი ადამიანი ჩავარდა გაჭირვებაში და ქვეყანაში ეკონომკური ზრდა შეჩერდა. ადრე თუ გვიან, ქადაგიძეს მოუწევს ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა.

დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ გამყარების უფრო ძლიერი ტენდენცია, სავარაუდოდ, მაისიდან გვექნება. ამ პერიოდისთვის საქართველოს ექსპორტ-იმპორტში მნიშვნელოვან ცვლილებას ველოდებით", - განმარტავს კაპანაძე და დასძენს, რომ უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორობის კურსი ჩამოყალიბდება და ზეწოლა უკვე გამყარებისკენ იქნება.

"თავის დროზე კომერციული ბანკები ბაზარზე სპეკულირებდნენ და ამ პროცესში მათ გიორგი ქადაგიძე უწყობდა ხელს. ჩემი აზრით, ეს გარიგება არცთუ უანგარო იყო. ახლა სად არის გარე ფაქტორები, ასე ერთბაშად მოიხსნა? არავითარ კორელაციაში არ იყო ეს პოცესები ლართან, მაგრამ ბანკებს ბინძური ქმედებებისთვის სჭირდებოდათ.

იმედი მაქვს, მალე, სავარაუდოდ, 1 თვეში ჩამოყალიბდება ახალი წონასწორობის კურსი და ამ პროცესში ეროვნული ბანკი გონივრულ ფარგლებში ჩაერევა. ყოველთვის არ იქნება ჰარმონიული ბალანსი, მაგრამ ეროვნული ვალუტა სწრაფად გამყარდება. დარწმუნებული ვარ, პრობლემა უკან დარჩა და ლარი პოზიციას საგრძნობლად გაიუმჯობესებს", - აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ გიორგი ჭეიშვილს. მართალია, ის ფიქრობს, რომ ლარის კურსს მოკლევადიან პერიოდში არაფერი ემუქრება, მაგრამ, იმავდროულად, მოსალოდნელ საფრთხეზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, ამ მხრივ სერიოზულ გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. კერძოდ, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ცვლილება და ნავთობის ფასები.

"ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი სამომავლოდ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. რთულია იმის პროგნოზი, თუ როგორი იქნება სავალუტო შემოდინებები ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების თვალსაზრისით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაპიტალის გადინებას, ვგულისხმობ, საგარეო ვალების გასტუმრებას, ინვესტორების მიერ კუთვნილი დივიდენდების გატანას და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. ნავთობის ფასები თუ უცვლელად შენარჩუნდა ან კვლავ განაგრძო კლება, მაშინ ნავთობდამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკაში პრობლემები კვლავ გაგრძელდება. იქედან წამოსული ფულადი ნაკადი კი მცირე იქნება და შესაბამის გავლენას მოახდენს ლარის გაცვლით კურსზეც", - განმარტავს ჭეიშვილი.

იგი არ გამორიცხავს, შემოდგომაზე ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ, რადგან წინ არჩევნებია, როცა ყოველთვის იზრდება პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანაში. ეს კი ნეგატიურად ზემოქმედებს ბიზნესის განწყობებსა და ზოგადად ეკონომიკურ გარემოზე ქვეყანაში.

მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (15)
15.03.2016
დაბოლებული დაბოლბულებსს
ეე ხალხოოო სპეციალურად ატამაშებნ ამ ლარის კურსს ზამტარ ზაპხულ რომ ხალხი ორმხრივად მოწველოდ განა მარტლა დოარის კურსზე და ნავტობზეა ყველაპერი დამოკიდებული. მსოპლიო მაშტაბიტ პროდუქტია გადზვირებული განსაკუტრებიტ ღატაქ ქვეყნებში მესამე ხარისხის პროდუქტი კიდევ უპრო დზვირია ვიდრე პირვლის . ნავტოპი კი კიდევ უპრო გაიაპდა 1999 წლის პასზე დადგა. საქარტველოს მტავრობაც გვაბოლებდა და გვაბოლებს. აგდგომამდე 2.40 მდე დავა მერე კიდევ უპრო დაუჭევენ 2.25 რომ ახლა საქარტველოში დაბრუნებული ემიგრანტები და ტურისტები ჩამოწველონ . ეეეე ტქვენ არ იციტ რა ცბიერ პოლიტიკასს ატარებენ და რამდენად მდიდრდებიან ერტეულები შენსა და ჩემსს ხარჯზეე გიხაროდეტ
12.03.2016
თბილისელს
მშიერმუცელა მონა ხარ .. გადაეფარე ხადურს და ან მისი ფოთოლიც გახდი
მსგავსი სიახლეები
2030-ის ეკონომიკური ექსპერტი მიხეილ დუნდუა პოლიტიკური პარტიების მიერ პენსიის გაზრდის თემას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
საპრეზიდენტო ფონდის დანიშნულება სწორედ ეს არის: ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო პროექტებს
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზღვევის სისტემა ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ცდილობს თავი აარიდოს დაკისრებულ მოვალეობებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ მოხდა კურსის კორექტირება იმ დონეზე, რაც დღეს გვაქვს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესი ახალი არ არის და ეს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.
მიმდინარე წლის ბოლოს, თბილისში ლილოს დასახლებაში ახალი, მინა-პლასტიკის საწარმო აშენდება.
რა ღირს საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი თუ აპარტამენტი ბათუმში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქში დასვენების მსურველები არიან დაინტერესებულნი. PALITRATV.GE შეეცადა, ბათუმში არსებულ განთავსების ობიექტებში არსებული ფასები გამოეკვლია.

იხილეთ ვიდეო PALITRATV.GE-ზე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3450 ლარი გახდა.
შემოსავლების სამსახურმა თბილისში 38 700 ლარის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.07.2016
ჩვენ გაგაცნობთ ათ ქვეყანას, სადაც დასვენებისთვის მცირე ბიუჯეტი, კარგი განწყობა და თავგადასავლების ძიების სურვილი დაგჭირდებათ.
სრულად
28.07.2016
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ინსტრუმენტების ჩართვა არ იგეგმება.
სრულად
28.07.2016
სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგის პროცესს აგრძელებს.
სრულად
28.07.2016
სან ფრანცისკოს საოლქო სასამართლომ გერმანულ ავტომწარმოებელ „ფოლქსვაგენს“ მომხმარებლისთვის კომპენსაციის სახით 14,7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.
სრულად
28.07.2016
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარკამპანიის წარმოებას სამიზნე ქვეყნებში.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
27.07.2016
28.07.2016
USD
1
USD
2.3450
2.3453
EUR
1
EUR
2.5816
2.5794
GBP
1
GBP
3.0788
3.0716
RUB
100
RUB
3.5517
3.5513