ბანკებმა, შესაძლოა, გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ

ბანკებმა, შესაძლოა, გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალები ჩამოაწერონ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებია“. ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული შემოსავალი. ფრაქციაში განმარტავენ, რომ ფინანსური ინსტიტუტები დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში დამატებით აღარ დაიბეგრებიან, რაც მათ სტიმულს მისცემს, კლიენტებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები აპატიონ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე