როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები
როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები
13 მარტი / 2016
ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ერითრეა, ტუვალუ ანაც დომინიკაა, არასდროს მიეკუთვნებოდნენ ეკონომიკურად ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. 

სწორედ ამიტომ თვითგადარჩენის მიზნით ასეთი ქვეყნები ფულის მოსაზიდად ახალ მეთოდებს მიმართავდნენ.
სენტ-კიტსი და ნევისი
პატარა კარიბული ქვეყანა სენტ-კიტსი და ნევისი, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 48 ათასი ადამიანია, შემოსავლის ერთადერთი წყარო კი შაქრის წარმოება, არასდროს იყო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა. თუმცა 2006 წელს შვეიცარიელი იურისტის კრისტინ კალინის დახმარებით, ქვეყანაში ახალი პროგრამა აამუშავეს. პროგრამის ტანახმად, უცხოელი ინვესტორი, რომელიც ადგილობრივ უძრავ ქონებაში 400 ათასი დოლარის ინვესტირებას მოახდენდა სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქე ხდებოდა და მოქალაქეზე მორგებული ლოალური საგადასახადო მექანიზმით სარგებლობდა. პროგრამის დახმარებით, ქვეყანაში 2013 წლისთვის 100 მილიონი დოლარი შევიდა, რომ მშპ-ის დაახლოებით 13% იყო.
ნიუე
წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელშიც 1 190 ადამიანი ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში ნიუეს ეკონომიკის მთავარი საყრდენი სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ტურიზმი იყო. თუმცა, 1980-იან წლებში როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი სატელეფონო კოდის გამოყენებაზე, ქვეყანაში დიდძალი თანხა შევიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქვეყნის ახალი ბიზნესის შემოსავლის მთავარი წყარო ინტიმური ტელეფონის მომსახურებისთვის ნიუეს სახელმწიფო სატელეფონო ნომრის შეთავაზება იყო. მომსახურების სანაცვლოდ ადგილობრივმა სატელეფონო კომპანიებმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემომავალ ზარებზე უზარმაზარი ტარიფები დააწესეს.
ტუვალუ
კიდევ ერთი პაწაწინა სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომლის მოსახლეობაც 11 ათასი ადამიანია. ტუვალუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი გააჩნია ეკონომიკური შემოსავლის თვალსაზრისით. წლების განამვალობაში, ქვეყანამ ნიუეს მაგალითს მიბაძა და საკუთარი სატელეფონო ხაზების გაყიდვა დაიწყო, რამაც ტუვალუს ბიუჯეტს თვეში 50 ათასი დოლარი მოუტანა, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ია. თუმცა ყველაფერი 1999 წელს შეიცვალა, როდესაც ტუვალუს ინტერნეტ-დომენი Tv მიენიჭა. დომენის გამოყენებაზე ტენდერი გამოაცხადდა, რომლის შედეგად გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყანას 30 მილიონი დოლარი გადაუხადა, რითიც ტუვალუს მშპ თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ტუვალუ ყოველწლიურად იღებს 1 მილიონ დოლარს დომენის გამოყენების სანაცვლოდ.
ნაურუ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა რესპუბლიკის მოსახლეობა 9 540 ადამიანია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ნაურუ საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო ფოსფატების ექსპორტის წყალობით, რის გამოც თითქმის ყველა ადგილობრივს ძვირად ღირებული სახლები და მანქანები ჰყავდა. თუმცა 90-იანი წლების
You must have Flash Player installed in order to see this player.
დასაწყიში ნაურუმ უცხოურ წარმოებებში დაიწყო ინვესტირება, რაც წამგებიანი აღმოჩნდა. ნაურუს ეკონომიკური მდგომარეობა კი ფაქტობრივად მას შემდეგ გაუარესდა, რაც ქვეყნამ 2 მილიონი ფუნტის ინვესტირება მოახდინა ვესტ-ენდში მუსიკალური პიესის დადგმაში. ეკონომიკური კრიზისის თავდასაღწევად ნაურუს ხელისუფლებამ მოქალაქეობის უფლების მინიჭება გადაწყვიტა იმ პირებისთვის, ვისაც ავსტრალიაში შეშვება ეკრძალება.
დომინიკა
კარიბის ზღვაში მდებარე ქვეყანა, რომელმაც კარგად ისარგებლა ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული უთანხმოებით. 2004 წელს დომინიკამ განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოლარის მიღების სანაცვლოდ მხარს უჭერს ტაივანს. მსგავსი მაგალითი ჰქონდა გრენადასაც, რომელმაც 2003 წელს განაცხადა, რომ ტაივანის მხარდამჭერია, თუმცა ორ წელიწადში ჩინეთის მხარდამჭერთა რიგებში გადაინაცვლა. სანაცვლოდ, ჩინეთმა გრენადას ძვირად ღირებული სტადონის მშენებლობა დაუფინანსა.
ერითრეა
აღმოსავლეთაფრიკული ქვეყანა დღემდე დიქტატურის ქვეშ არის, რის გამოც ერითრეას ათასობით ადამიანი ტოვებს და კეთილდღეობას სხვა ქვეყანაში ეძებს. თუმცა, მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინებას, ხელისუფლებას ფულის შოვნის ახალი იდეისკენ უბიძგა. შედეგად, დაწესდა „დიასპორის გადასახადი“, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები ყველა ერითრიელმა შემოსავლების 2% უნდა გადაუხადოს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც გაექცა.
კომენტარები (1)
13.03.2016
პატრიოტა
მაპატიოს ამ წერილის ავტორმა, მაგრამ იდიოტური სტატიაა! რის თქმა გინდოდათ ამით, ვერაფრით გავიგე!! ისედაც დაკნინებული და დაგლეჯილი ქვეყანა “ბანანების დონის“ ჯუჯა–ქვეყნების სიაში გინდათ ჩართოდ თუ რა??აქ ჩამოთვლილი ქვეყნები ფაქტიურად არ წარმოადგენენ სახელმწიფოებს და მათგან გინდათ აიღოთ “ჭკუანადანთხეული“ მაგალითი? იქნებ ჩვენი დონის ქვეყნები მოგეძებნათ და მათგან მაგალითი შემოგეთავაზებინათ? ასეთები ხომ ბევრია: შვეიცარია, სლოვენია, ლუქსემბურგი, ფინეთი, დანია, ჩეხეთი, და მრავალი სხვა! იქონიეთ სირცხვილი ანდა პროფესიონალიზმი და ნუ გახდებით ქვეყნმის დაბეჩავების კიდევ ერთი წყარო!!!!!!!!!
მსგავსი სიახლეები
ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის აღდგენის შესახებ მონაცემების გავრცელების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი გაიზრადა.
ბოლო დროს, და განსაკუთრებით ლარის დევალვაციის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ბევრი ექსპერტი (და არაექსპერტი) ლაპარაკობს, როგორც ლარის შემდგომ გამყარებაზე, ისე ახლა, ამ ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე.
ლარის გაუფასურებას განაგრძობს - ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 24 პუნქტით გაუფასურდა.
როგორ აისახება ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება გლობალურ ეკონომიკაზე და მოახდენს თუ არა ეს ფაქტი უშუალო გავლენას საქართველოზე
საერთაშორისო სარეიტიგნო კომპანიამ Fitch მიიღო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისთვის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის АА+ დან АА-მდე დაწევის თაობაზე, „ნეგატიური“ პროგნოზით.
მომხმარებელთა ფედერაცია კოლექტიური სარჩელისთვის ემზადება, რომელიც ტექნიკის მაღაზიების მიერ რეალიზებული პროდუქტის მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება.
სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დიდი ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადების ფონზე, ფუნტი დოლართნ მიმართებაში ერთბაშად თითქმის 10%-ით დაეცა.
გარდაბანში, სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.07.2016
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" პოლიტიკოსების დეკლარაციებს თვალი გადაავლო
სრულად
02.07.2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გრიგორ კამკამიძე დააკავა
სრულად
02.07.2016
პანამის სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც ქვეყნის უმთავრეს ინფრასტრუქტურულ „ღერძს“ „პანამის არხს“ მართავს, კონტეინერმზიდ MOL Benefactor-ის გატარებისთვის 829 ათასი დოლარი მიიღო.
სრულად
02.07.2016
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თელავის, ყაზბეგის, გუდაურის, ამბროლაურის და ახალციხის მიმართულებით არსებულ ტურისტულ მარშუტებზე გასაჩერებელი, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის
სრულად
02.07.2016
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
01.07.2016
02.07.2016
USD
1
USD
2.3200
2.3093
EUR
1
EUR
2.5861
2.5661
GBP
1
GBP
3.1232
3.0737
RUB
100
RUB
3.6156
3.5989