ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ
ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ
15 მარტი / 2016
ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში დღეს ერთბაშად ექვსი პუნქტით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.3575 ლარი შეადგინა.
თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, დოლარის საბაზრო კურსი 2.25-2.30 ლარია.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ლარის გამყარებას საგარეო ფაქტორების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებას, ტურისტული შემოსავლების მცირედით ზრდას და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას უკავშირებს.

”ლართან დაკავშირებული დადებითი ტრენდი რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ საგარეო ფაქტორები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამან დადებითი გავლენა იქონია ლარის კურსზე. მცირედით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგრამ მაინც გაიზარდა ტურისტული შემოსავლები. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ზამთრის სეზონის დამთავრების შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა”, - ამბობს ლევან კალანდაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯვის პოლიტიკის გეგმაზომიერად განხორციელებაა.

"2016 წლის ბიუჯეტის პროცესი თანმიმდებრულად მიმდინარეობს, ხარჯვის პოლიტიკა გეგმაზომიერად ხორციელდება, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული შიდა ვალის კომპონენტი”, - ამბობს ექსპერტი.

ლევან კალანდაძის პროგნოზით, ლართან დაკავშირებული დადებითი ტენდენცია მიმდინარე თვეებში კიდევ უფრო გაგრძელდება.
"გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ყოველთვის ხასიათდება ლარის გამყარების ტრენდით, ამას თუ დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ეფექტიანი პოლიტიკა შედეგზე ორიენტირებულ იქნა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ სტაბილურობა ლართან დაკავშირებით, არამედ გარკვეული გამყარების ტენდენცია. არ არის გამორიცხული, რომ 2.2 ნიშნულამდეც მარტივად მოხერხდეს წლის განმავლობაში დაკორექტირება", - განუცხადა ლევან კალანდაძემ "ბიზნესპრესნიუსს".

კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა.
ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის აღდგენის შესახებ მონაცემების გავრცელების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასი გაიზრადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3200 ლარი გახდა.
მაისში ვადაგადაცილებული სესხები 6.1 მლნ ლარით გაიზარდა და 361.3 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაისის ”თვის მიმოხილვაშია” ნათქვამი.
ახლა მე რომ თქვენ გესაუბრებით, რა შეფასებას და განცხადებას გავაკეთებ, ლარის კურსზე, შეიძლება ამანაც კი გარკვეულწილად გავლენა იქონიოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამატებით 3 764 830 ლარი გამოეყოფა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
კომპანია MasterCard-მა და სააქციო საზოგადოებამ ”ხალიკ ბანკი საქართველო“ დღეს, საქართველოში პირველი, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე Watch2pay საათის ერთობლივი პროექტის რეალიზების შესახებ განაცხადეს.
ბოლო დროს, და განსაკუთრებით ლარის დევალვაციის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ბევრი ექსპერტი (და არაექსპერტი) ლაპარაკობს, როგორც ლარის შემდგომ გამყარებაზე, ისე ახლა, ამ ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე.
რუბრიკის სხვა სიახლეები
01.07.2016
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანთი კულტურების მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.
სრულად
01.07.2016
”საქართველოს რკინიგზასა“ და Deutsche Bahn-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სრულად
01.07.2016
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სატრანსპორტო სექტორში ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.
სრულად
01.07.2016
თბილისში მდებარე პეკინის ქუჩა მსოფლიოში შემოსავლიანობის მხრივ ყველაზე პერსპექტიულ სავაჭრო ქუჩად დასახელდა.
სრულად
01.07.2016
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
01.07.2016
02.07.2016
USD
1
USD
2.3200
2.3093
EUR
1
EUR
2.5861
2.5661
GBP
1
GBP
3.1232
3.0737
RUB
100
RUB
3.6156
3.5989