რომან გოცირიძე - 8 მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა
რომან გოცირიძე - 8 მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა
15 მარტი / 2016
რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გამყარების მიზეზებს ასახელებს.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ლარი მკვეთრად გამყარდა. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ იგი ერთი თვის წინ მკვეთრად არ უნდა დაცემულიყო (2,39-დან 2,50-მდე). ის ფაქტორი, რამაც მისი გაუფასურება გამოიწვია, ნაწილობრივ მოხსნილია. ეს იყო მთავრობის მიერ ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა ე.წ. დეფიციტური ხარჯვით, რასაც ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის დაფინანსება ჰქვია. წინა თვის ბოლოს მან 264,8 მილიონ ლარს მიაღწია.

რა მიზეზებმა გაამყარა ლარი:
1. დეფიციტური ხარჯვის შემცირება
2. ბიუჯეტიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმდინარე თვის პირველ ნახევარში ხარჯვის ფაქტობრივი გაჩერება (გაიცა მხოლოდ პენსიები და აუცილებელი თანხები)
3. იანვართან შედარებით ექსპორტის გარკვეული გამოცოცხლება(იანვარში ექსპორტმა იკლო 22 პროცენტით, თებერვალში 11-ით)
4. უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა (იანვარში 66,5 მილიონი დოლარი, თებერვალში 79,9. თანაც ტრანსფერტების კლების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარში იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთთა შედარებით 11, 8 პროცენტით, თებერვალში მხოლოდ 2,6-ით)
5. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
6. და ყველაზე მთავარი, დღევანდელი მკვეთრი გამყარების მიზეზი: დღეს დღგ-ს გადასხდის გადახდის ბოლო დღეა და მასობრივად ხდება დოლარების გაყიდვა ვალდებულებების დასაფარავად. მარტში ხდება წლიური მოგების გადასახსდების მეოთხედის გადახდაც და საწარმოები ცდილობენ ახლავე იყიდონ ლარები, გამომდინარე დოლარის გაუფასურების ფაქტიდან.
7. გარკვეულ როლს აჟიოტაჟიც თამაშობს. ზოგი იცილებს დოლარს შემდეგი გაუფასურების შიშით.
8. და ბოლოს, დათბა. ნაკლები ვალუტა გადის გაზისა და სხვა "საზამთრო" საქონლის შესაძენად.

ეს ვითარება არ არის სტაბილური. ყველაფერი შეიძლება მომენტალურად შემობრუნდეს, ყველაფერი მთავრობის ხელშია. შეკვეცავს ბიუჯეტს 500-600 მილიონი ლარით, ნაკლები ზეწოლა იქნება, არ შეკვეცავს, მაშინ შემოდგომაც მოვა", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
კომენტარები (57)
20.03.2016
ალექს
ლარს კურსი აქვს ? არ ვიცოდი! როგორ დგინდება ? არც ეს ვიცი! ალბათ, მთელ ქვეყანაში რა ლარი და დოლარიც იყიდება დღეს ,სადღაც ითვლიან და მეორე დღისათვის საშუალო შეწონილ ფასს ადგენენ !? არა ? აბა როგორაა ????? როგორ და 5-6 ბანკი რასაც იყიდის და გაყიდის სადღაც ბლუმბერგი ყოფილა(რა ქვეყანაა ეს ბლუმბერგი,თუ ქალაქია ნეტავ-დოლარები ყრია თურმე !)იქა,გამოიყვანენ საშუალო სურვილურს და ის იქნება კურსიო !? ანუ ვისი კურსი გსურთო ?! ვისი და გილაურისაო,გილაურის ვისაო,მიშასო ,მიშასი ვისაო ?ბიძამისსაო !!!!!!! ეს ბიძა ვიღაა კაცო ?
17.03.2016
გიორგი
ახალი სახე სასოწარკვეთილი მამაკაცისა......
მსგავსი სიახლეები
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ თავისი ოთხი მეუღლისთვის 11 ავტომობილი ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა.
დახურული სივრცე და დაძაბული გარემო - სწორედ ასე ატარებს ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბევრი ჩვენგანი.
6 თვის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს გადასცდა.
აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 0.05 %-ით, უცხოური ვალუტით გაცემული კი 4.6 %-ით შემცირდა.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1473 ლარი გახდა.
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალ Welcome to Georgia, National Tourism Award-ის ფარგლებში, "ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი" გაიმართა.
საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის დინამიკა 2004 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ზრდით ხასიათდება.
ლარის კურსის გამყარების ფონზე, საწვავის ფასების თემა კვლავ გააქტიურდა.
საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26.05.2016
შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების ნაკადის გაჩერებას რუსულ მხარეს უკავშირებს.
სრულად
26.05.2016
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, მოსახლეობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად თვითმკურნალობა რჩება.
სრულად
26.05.2016
სამშენებლო კომპანია PLANETperfecto დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.
სრულად
26.05.2016
ფერმერები წელს მარწყვის სარეალიზაციო ფასითა და მოსავლის ხარისხით უკმაყოფილოები არიან.
სრულად
26.05.2016
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ თავისი ოთხი მეუღლისთვის 11 ავტომობილი ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
26.05.2016
27.05.2016
USD
1
USD
2.1473
2.1473
EUR
1
EUR
2.3925
2.3925
GBP
1
GBP
3.1385
3.1385
RUB
100
RUB
3.2568
3.2568