საქართველოს ღვინის მაგისტრები ეწვევიან

ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16-19 მარტს საქართველოს პირველად, 21 ღვინის მაგისტრი ეწვევა, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში სტუმრობის დროს ღვინის მაგისტრები თბილისში, ქართლსა და კახეთში ღვინის კომპანიებს მოინახულებენ, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართება.

მაგისტრები სოფელ ჯიღაურაში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან, სადაც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს გაეცნობიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე