ქობულეთში სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნება

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, ხვალ, ქობულეთში სახანძრო-სამაშველო შენობას გახსნიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან: შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია; შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელები; აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე; ქობულეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი; აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები.